ევოლუციის სასწაული – 5 ორგანო, რომელიც არაფერში არ გჭირდებათ!


818505-650-1458819314-62658-2

რუდიმენტარული ორგანო ადამიანის ორგანიზმში ის ზედმეტი ორგანოებია, რომლებსაც დიდი ხანია ფუნქცია აღარ გააჩნიათ. ეს ევოლუციის კლასიკური მტკიცებულებაა, რომელიც გვიჩვენებს თუ რა განსხვავებაა თანამედროვე ადამიანსა და ჩვენს წინაპრებს შორის.

დღეს ამ ორგანოების სახელებს შემოგთავაზებთ!


ხელისგულის გრძელი კუნთი

ხელის გული გადმოაბრუნეთ და რამე მყარ ზედაპირზე დადეთ. ცერა და ნეკა თითი ერთმანეთთან მიიტანეთ. ხედავთ მაჯაზე ამობურცულ ძარღვს? ეს ზუსტად ისაა, რასაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ხიდან ხეზე სახტომად. ის პასუხისმგებელი იყო ხელის მოქნილობაზე. არ იდარდოთ, ეს კუნთი დღესდღეობით საერთოდ არ გჭირდებათ!

ხორკლები

როცა გვცივა ან სტრესულ სიტუაციაში ვართ, ჩვენი კანი იხორკლება. ზურგის ტვინის სიგნალი იწვევს იმ მცირე კუნთების შეკუმშვას, რომლებიც თმასთან არის დაკავშირებული. ეს უკანასკნელი კი ზევით იწევს. როცა ცივა ხორკლი ამცირებს სითბოს დაკარგვის პროცესს და ეხმარება ორგანიზმს გათბობაში. ხორკლი ასევე წარმოიქმნება შიშისა და გაბრაზების დროს: დამდგარი თმა ცხოველს ვიზუალურად უფრო დიდს ხდის.

ეპიკანტუსი

ეპიკანტუსი ოფიციალური ტერმინია, რომლითაც აღწერენ წარბებს ზემოთ მოკეცილ კანს. ბევრი კვლევა თვლის, რომ ეპიკანტუსის ნაკეცი იყო საჭირო იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობდა ექსტრემალურ სიტუაციებში, მაგალითად, ზედმეტ სიცივესა თუ სიცხეში.

ყურის კუნთი

ყურის კუნთები რუდიმენტარული ორგანოების კლასიკური მაგალითია. ჩვენი წინაპრები მისი საშუალებით ყურს კარგად ამოძრავებდნენ, ეს კი მათ ეხმარებოდა დაედგინათ და გაერჩიათ ოპონენტები, ნაცნობები თუ მტაცებლები ერთმანეთისგან. დღესდღეობით ცოტა ადამიანს თუღა შეუძლია ყურის გამოძრავება.

სიბრძნის კბილი

სიბრძნის კბილი ჩვენი წინაპრებისთვის აუცილებელი ორგანო იყო – ის მათ საჭმლის მაგარი და მყარი ნაჭრების დაღეჭვაში ეხმარებოდა. დღესდღეობით კი ჩვენ გადამუშავებულ საჭმელს მივირთმევთ, შესაბამისად, სიბრძნის კბილმა თავისი ფუნქციაც დაკარგა.