ეტიკეტის წესები – რჩევები, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან გამოგადგებათ


0636057c75d22f86bea1f4f65356b066

1.დარეკვის გარეშე სტუმრად არასდროს წახვიდეთ. როგორც ერთი ბრიტანელი ქალი აღნიშნავს, გაუფრთხილებელი სტუმრის მოსვლის შემთხვევაში ის იცვამს ფეხსაცმელს, იფარებს ქუდს და კარს რომ აღებს თუ მოსწონს სტუმარი ეუბნება: “მეც ახლა მოვედი”, თუ არ მოსწონს ამბობს: “რა სამწუხაროა, სწორედ ახლა გავდივარ სახლიდან.”

2. ჩანთის დადება მუხლებზე ან საკუთარ სმაკზე არასწორია. ჩანთა სკამის მისაყრდნობზე გადაკიდეთ ან იატაკზე დადეთ.

3. მამაკაცი ლიფტში ყოველთვის პირველი შედის, ხოლო პირველი ის გამოდის ვინც კართან ახლოს დგას.

4. სახლის ტანსაცმელი – გირჩევთ დღის განმავლობაში ხალათი მხოლოდ მაშინ ჩაიცვათ როცა აბაზანაში შეხვალთ და გამოხვალ, სხვა შემთხვევაში ნუ ჩაიცვამთ, არაეთიკურია.

5. როდესაც ბავშვი დამოუკიდებლად, ცალკე ოთახში დაიწყებს ცხოვრებას მასთან შესვლისას კაკუნს მიეჩვიეთ, ასეთ შემთხვევაში სანამ თქვენს საძინებელში შემოვა ისიც იმავეს გაიმეორებს.

6. რესტორანში ფულის გადახდის დროს: თუ ადამიანს ეტყვით “მე გეპატიჟები”, ამ შემთხვევაში თქვენ იხდით ფულს. თუ ქალი საქმიან შეხვედრაზე რესტორანში გეპატიჟებათ შესაბამისად ფულს ის იხდის, ხოლო მსგავს შემთხვევაში: “მოდი, რესტორანში წავიდეთ” ყველა თვითონ იხდის თავის წილ გადასახადს.

7. მამაკაცს ქალის ჩანთა არასდროს დააქვს და ქალის პალტოს მხოლოდ მაშინ იღებს ხელში, როცა ქალს გასახდელში უნდა მიაწოდოს.

8. ეტიკეტის წესი სუფრასთან:

9. 12 წლიდან ზემოთ ადამიანს თქვენობით უნდა მიმართოთ. ასევე თქვენობით უნდა მიმართოთ მიმტანს, მძღოლს, თანამშრომელს, მათ ვისაც კარგად არ იცნობთ.

10. კინოში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში პირველი მამაკაცი შედის.

11. ის, რაც არ უნდა თქვათ: ასაკი, ქონება, აღმსარებლობა, წამლის შემადგენლობა რასაც იღებთ, სასიყვარულო ურთიერთობა.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend