ეს სურათები დაამტკიცებენ, რომ სამყარო არა მარო უსასრულო, არამედ ულამაზესია!


”ორი რამ ავსებს ჩემს სულს საკვირველებით:ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში,”- ამბობდა იმანუელ კანტი მე-18 საუკუნეში. ვარსკვლავიანი ცა ყოველ ჯერზე გვაოცებს და გვაფიქრებს უსასრულო კოსმოსზე.

წარმოგიდგენთ 20 კადრს, რომელიც გადაღებულია ჰაბლისა და სპლიტცერის ტელესკოპებით და შეგროვებულია ნასას მიერ.

1) პლანეტა დედამიწა

აი აქ ვცხოვრობთ!

2) “შემოქმედი სვეტები”

მასში დაგროვებულია ვარსკვლათშორისი გაზი და მტვერი.

3) შავი ხვრელი

შავი ხვრელი ერთ პატარა გალაქტიკაში

4) აფეთქებული ვარსკვლავის კვალი

ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ, მის ადგილას კოსმოსში გაფართოებული ნისლი რჩება.

5) გალაქტიკის ბედნიერი სახე

ორი თვალი – ძალიან ნათელი გალაქტიკებია, ღიმილი კი – რკალი, რომელსაც გრავიტაციულ ლინზირებას ეძახიან.

6) გალაქტიკა სომბრერო

ამ გალაქტიკის შუაში შავი ხვრელია, რის გამოც მის გარშემო ძლიერი რენტგენის გამოსხივებაა.

7) პეპელას ნისლი

ეს ნისლეული ირმის ნახტომის გალაქტიკაში მდებარეობს და ფართოვდება 2 სინათლის წელზე მეტია. ეს უდრის მანძილს მზიდან ალფა კენტავრამდე.

8) ცისფერი ვარსკვლავები


ეს ვარსკვლავები მაგელანის პატარა ნისლეულში მდებარეობს. მათი ფორმირება დღემდე მიმდინარეობს.

9) ბუშტის ნისლი

ელეგანტური ბუშტის ნისლი კასიოპეას თანავარსკვლავედში გვვხვდება. გაზისა და მტვრის ღრუბლის შიგნით არის ვარსკვლავი.

10) კატის თვალის ნისლი

11 ბეჭედი და გაზის ღრუბლები ამ ნისლეულს კატის თვალს ამსგავსებენ. ის მომაკვდავი ვარსკვლავია.