სითხე, რომელიც ობს სწრაფად მოაცილებს. ამიერიდან დასუფთავება ბევრად მარტივი იქნება


1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

წყალბადის ზეჟანგს, ხშირად, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებთ, როდესაც საქმე პატარა ნაკაწრებს ეხება. მაგრამ მისი გამოყენება მრავალხმრივ შეიძლება. ამ სითხის საშუალებით, მთელი სახლის დასუფთავებაც კი შეგიძლიათ. მხოლოდ და მხოლოდ, საჭიროა კონცენტრირებული 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი, სპრეის ბოთლი და რამდენიმე წუთი.

ტანსაცმლიდან ოფლის ლაქების მოშორება: ჭურჭლის სარეცხი სითხე და ზეჟანგი შეურიეთ ერთმანეთს, მიასხურეთ მიქსტურა დალაქულ ადგილას, გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში და გარეცხვამდე გადაავლეთ ცივი წყალი. ლაქები აღარ არის. ასევე, ზეჟანგი ბევრად ქსოვილებისთვის ბევრად უკეთესია, ვიდრე მათეთრებელი სითხე.

კბილის ჯაგრისის დეზინფექცია: ჯაგრისის წყალბადის ზეჟანგში რამდენიმე წუთის განმავლობაში მოთავსებით, მას ბაქტერიებს მოაშორებთ.
კედლებიდან ობის მოშორება: მისი მოცილება ერთ-ერთი რთული საქმეა. ის ჩნდება ნესტიანსა და ბნელ ადგილებში. მისი სუნთქვა ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. წყალბადის ზეჟანგის საშუალებით, მას კედლებიდან ეფექტურად მოაცილეთ.

ჩაასხით ის სპრეის ბოთლში და მიასხურეთ კედლებზე, გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და, შემდეგ, მოაცილეთ. სითხე ეფექტურად მოქმედებს სხვადასხვა ზედაპირზე და, რადგანაც ანტიბაქტერიულია და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ის სწრაფად კლავს ობის სპორებს.

loading...