ეს ქალი საორსულო ტანსაცმელს ქმნის ძველი ჯინსისგან! მარტივი და კრეატიულია!


როცა ორსულად ხართ, თქვენთვის მთავარია ტანსაცმელი კომფორტული იყოს და მისი საშუალებით გადაადგილება შეგეძლოთ. რას იფიქრებთ, თუ გეტყვით, რომ ასეთი ტანსაცმელი შეიძლება მიმზიდველი და სტილურიც იყოს? თან მისი გაკეთება ხელით შეგიძლიათ. თქვენ ალბათ არ დაგვიჯერებთ. მაშინ უყურეთ ამ ვიდეოს.
თქვენი მეგობრები ალბათ არ დაიჯერებენ, რომ საყვარელ ჯინსებს 4 თვის ორსულიც ატარებთ.

აი რა დაგჭირდებათ!

• რეზინა

• ქსოვილის მაკრატელი

• ძაფი

• საკერავი ნემსები ან მანქანა

• ქინძისთავები

• თქვენი საყვარელი ჯინსი

ნაბიჯი 1: ჯინსებს ჯიბეები მოაჭერით!

ნაბიჯი 2: რეზინა ჯიბის ზომის გამოჭერით.

ნაბიჯი 3: რეზინა იმ ადგილებში მიაზომეთ, სადაც ადრე ჯიბეები იყო. დაამაგრეთ ქინძისთავებით.

ნაბიჯი 4: მიაკერეთ რეზინა. ზედმეტი რამე თუ დარჩება, მოაჭერით. ასე უფრო კომფორტული იქნება.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend