ეს ქალი საკუთარ ვაჟიშვილს დაშორდა და ქალიშვილზე დაქორწინდა!


43 წლის პატრისია სპანმა კანონი დაარღვია და დაქორწინდა საკუთარ 25 წლის ქალიშვილ მისტიზე. ფაქტი მარტში მოხდა, სააშკარაოდ კი ის სოციალური სამსახურის დეპარტამენტმა აგვისტოში გამოიტანა.

მისტის და მის ორ ძმას ბებია და ბაბუა ზრდიდათ, რადგან დედა, პატრისიას, მშობლის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა.

თვითონ ქალი არ აღიარებს თავს დანაშაულს, რადგან ირწმუნება, რომ იურიდიულად ის თავისი შვილების დედა არ არის. სასამართლომ დედასა და ქალიშვილს შორის ურთიერთობა დანაშაულად ცნო და მათ პატიმრობაც კი მიესაჯათ.

გამოძიების თანახმად მსგავსი სისხლის აღრევა პატრისიას ცხოვრებაში პირველი არ ყოფილა. 2008 წელს ის დაქორწინდა თავის ერთ-ერთ ვაჟიშვილზე. აღნიშნული ქორწინება სასამართლომ არაკანონიერად სცნო და 2 წლისთავზე გააუქმა.