ეს პატარა ქოხი, რომელიც ტყეში დგას, დაგეხმარებათ განმარტოებაში! ლამაზია…


ზოგჯერ გვინდა ყველაფერს გავეცალოთ: ხმას, სტრესს, ადამიანებს – დასვენება გვსურს.
საბედნიეროდ, თქვენ ერთადერთი ადამიანი არ ხართ, რომელიც თავს ასე გრძნობს. ზოგი კი ამისთვის პატარა დასამალ ადგილებსაც კი ქმნის ხოლმე.

ზუსტად ამ იდეისთვის არის შექმნილი ბუს ხის ქოხიც. ის მდებარეობს კალიფორნიაში. ის გარედან პატარა ჩანს, მაგრამ თქვენ ის შიგნიდან არ გინახავთ,

ქოხი კალიფორნიის წითელხეება ტყეში შეგხვდებათ. ის რამდენიმე მილითაა დაშორებული ზღვისგან. წყნარი გარემო სტუმრებს რეალური ცხოვრებისგან წყვეტს. ქოხში 2 ადამიანისთვის არის ადგილი.

ბუს ხე პატარა ქოხია, რომელიც კალიფორნიაში შეგხვდებათ – ღრმად ტყეში და ზღვით გარშემორტყმული. ეს არაჩვეულებრივი ანტიდეპრესანტია მათთვის, ვინც თანამედროვე მსოფლიოს ვერ უგებს.
მიუხედავად იმისა, რომ ქოხი პატარა, შიგნით თქვენ დედოფლის ზომის საწოლი დაგხვდებათ.

შიგნით არის ყველა ხელსაწყო, რაც დაგჭირდებათ, წყალსადენიდან დაწყებული სამზარეულოთი დამთავრებული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ქოხია, მასში შეხვდებით აბაზანას და საშხაპესაც.

სახლში უსადენო ინტერნეტიცაა, მაგრამ აქ ტელევიზორი არ შეგხვდებათ. სამაგიეროდ შეგიძლიათ გადახედოთ ტყეს და მის ნაცვლად, თქვენი ფანტაზია ჩართოთ.

საძინებელი ოთახიდან ხეები ძალიან რომანტიკულად ჩანს.

ეს საწოლი იმხელაა, რომ მას თქვენს საყვარელ ადამიანთან არაჩვეულებრივად გაიყოფთ.

ამ ქოხის დაქირავება ერთი ღამით 145 დოლარად შეგიძლიათ.