ეს ‘ოცი წუთის ოქროს წესი’ დაგეხმარებათ ნებისმიერი მიზნის მიღწევაში!


ხშირად მიზნის მიღწევა წარმოგვიდგება, როგორც რაღაც შეუძლებელი, მაგრამ ოცნების განხორციელება სრულიად რეალურია. არსებობს სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ, მიაღწიოთ მიზანს, ყოველდღიურად მცირე ეტაპების შესრულებით. ამ სტრატეგიას ჰქვია ‘პატარა ნაბიჯების ხელოვნება’. ეს თეორია მოიცავს ოცი წუთს წესს, რომელზეც ახლა გიამბობთ. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მიზნის მისაღწევად არ არის საჭირო პირდაპირ კანიდან გამოძვრე, არამედ, შეიძლება დაიწყო ამ საქმისათვის ყოველდღე ოცი წუთის დათმობა. ამ ოცი წუთს მოთმენა შესაძლებელია, თუნდაც არ მოგწონდეთ, რასაც აკეთებთ.

ეს წესი არაჩვეულებრივი საშუალებაა მიზანთან საბრძოლველად და ის შესანიშნავად ამაღლებს მოტივაციას!
• დაუთმე დღეში ოცი წუთი სპორტს და აღარ ინერვიულებ ჯანმრთელობაზე.
• დაუთმე დღეში ოცი წუთი სახლის დალაგებას და აღარ შეგაწუხებს უწესრიგობა.
• გამოყავი დღეში ოცი წუთი კონცენტრაციის ამაღლებისათვის და შემოქმედებითი კრიზისი აღარასდროს შეგაწუხბეს.
• გამონახე დღეში ოცი წუთი ცოლის ან ქმრის მომსასმენად და აღარ ინერვიულებ შენს ურთიერთობებზე.
• დაუთმე დღეში ოცი წუთი საკუთარი თავის მოსმენას და პირადი ჩანაწერების გაკეთებას და დაგავიწყდება, რა არის იდეების ნაკლებობა.
• გამოყავი დღეში ოცი წუთი შმოსავლის წყაროს შესაქმნელად და არ ინერვიულებ საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაზე.
• გამონახე დღეში ოცი წუთი დასვენებისათვის, და დაგავიწყდება, რა არის დაღლილობა.
• დაუთმე დღეში ოცი წუთი სასარგებლო წიგნის კითხვას და აუცილებლად გახდები ექსპერტი.

თუ ყველაფერს ხვალისთვის გადადება გჩვევით, ეს წესი დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ მიზნისაგან. დღეში ოცი წუთის გამოყოფით ისეთი საქმისათვისაც კი, რომელიც არ გიყვართ, თქვენ გაზრდით წარმატების შანსს ნებისმიერ წამოწყებაში. საკმარისია მხოლოდ დაიწყოთ და უდიდესი მიღწევები გელით წინ. იყავით თავდაჯერებული!

გაუზიარეთ მეგობრებს მიზნის მიღწევის ეს წესი!

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend