ეს ლამაზი ნახატები იმ საიდუმლოს ინახავენ, რისი გაგების შემდეგაც სისხლი გაგეყინებათ!


ყვავილები, ნატურმორტები, ტყის და ქალაქის პეიზაჟები – აზრად არავის მოუვა იმის გაფიქრება, რომ ამ ყველაფრის შემქმნელი შეიძლება ყოფილიყო ის ადამიანი, ვისაც 40 მილიონი ადამიანი ჰყავს მოკლული. დიახ, დიახ, მთავარი ნაცისტი ერთ დროს თავს ხელოვნებას უძღვნიდა.

როგორც ჩანს, ადოლფ ჰიტლერს შეეძლო გამხდარიყო არა დიქტატორი, არამედ მხატვარი.

თუმცა ყველაფერი სხვანაირად მოხდა: ახალგაზრდას მხატვრული ნიჭი არ ცნეს. მას ორჯერ უთხრეს უარი: 1907 და 1908 წლებში. მხატვრობის ოცნება ვერ ახდა.

ბიჭს შესთავაზეს არქიტექტურაში ეცადა ბედი. მომავალი ფიურერისთვის ეს არ აღმოჩნდა ის საქმე, რასაც გულით გააკეთებდა. როგორც ჩანს, მკაცრმა უარმა ახალგაზრდა ადამიანს დიდი დაღი დაასვა.

მეორე მსოფლიო ომის წინ ჰიტლერი ამბობდა: ” მე მხატვარი ვარ და არა პოლიტიკოსი. როდესაც პოლონეთის საქმე გადაწყდება, მე მინდა ჩემი სიცოცხლე როგორც მხატვარმა ისე დავასრულო“.

მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ჰიტლერს ათასობით ფერწერული ტილო აქვს შექმნილი, ხოლო 1908 წლიდან 1914 წლამდე ის ხატვით გამოიმუშავებდა საჭმლის ფულს.

მომავალი დიქტატორი ხშირად ხატავდა არქიტექტურულ ნიმუშებსაც.

ადოლფი ადამიანებს იშვიათად ხატავდა.

პირველი ავტოპორტრეტი მან 1921 წელს დახატა.

როდესაც ჰიტლერი პირველად გაიწვიეს ჯარში, მან წაიღო საღებავები და თავისუფალ დროს ხატავდა ხოლმე.

ეს მისი ბოლო ნამუშევრები იყო. შემდეგ ის პოლიტიკაში წავიდა.

რაც შემდეგ იყო, ყველამ კარგად ვიცით…

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისი ნახატები აუქციონზე 10 000 დოლარამდე გაიყიდა.

ვინ იცის, ადოლფ ჰიტლერი მხატვარი რომ გამხდარიყო, მრავალი ადამიანის სიკვდილს ავირიდებდით თავიდან.

თქვენ რას ფიქრობთ?