ეს კაცი პლაჟზე, ყოველ დღე, თოხით მიდის… ორიგინალური და უცნაური ჰობია


Capture

სან-ფრანცისკოში მცხოვრები ანდრეს ამადორი ზღვის სანაპიროზე, ყოველ დღე, ნამდვილ შედევრს ქმნის. ის ქვიშაზე თოხით ხატავს. მისი ნამუშევრები მასშტაბურობით გამოირჩევა (9 000 მ²).

ანდრესმა კარგად იცის, რომ წყალი მის ნამუშევრებს მალევე აქრობს, მაგრამ შედეგზე მეტად კეთების პროცესი უყვარს.

კითხვაზე, თუ რატომ აკეთებს ამას, ანდრესი ასე პასუხობს: “არ მაქვს პასუხი, უბრალოდ ამის კეთება მომწონს და მსიამოვნებს.”

სველი და მშრალი ქვიშის გამოყენებით ანდრესი საკუთრ ნამუშევრებში კონტრასტს ქმნის.