ეს კატა უკვე 9 წელია მაღაზიაში მუშაობს! მას ერთი დღეც კი არ გაუცდენია!


ginger-cat-store-owner-newyork-fb


როცა ეს წითური სილამაზე კნუტი იყო, მას სახლი უნდოდა. მაღაზიის კეთილმა თანამშრომელმა ნიუ-იორკიდან გადაწყვიტა ის თავისთან ერთად წაეყვანა. ამის შემდეგ ბობო (კატა) უკვე 9 წელია მაღაზიაში მუშაობს.მას “მუშაობის” ერთი დღეც კი არ გამოუტოვებია. ბობოს უყვარს თავისი სამსახური და კლიენტები.

“მაღაზიაში ის შემოსასვლელთან ჯდება და კლიენტებს ესალმება ხოლმე. ასევე მას უყვარს ფანჯრიდან ყურება. ის უცნაური კატაა”, – ამბობს ანა ლაიაო, რომელიც ამავე მაღაზიაში მუშაობს.

ლაიაომ მაღაზიაში მუშაობა 2014 წელს დაიწყო და ბობოს ნომერ პირველ ადამიანად იქცა. ლაიაო ზოგჯერ ხუმრობს კიდეც, რომ კატა უკეთეს სამუშაოს ასრულებს, ვიდრე თვითონ. ბობოს მაღაზიის მეფეც კი შეარქვეს. ის საყვარელი, მშვიდი, მეგობრული და მოსიყვარულე ფისოა.

ეს წითური სილამაზე ბობოა. ის მაღაზიის კონსულტანტმა ჩაინათაუნიდან (ნიუ-იორკიდან) იშვილა.

ბობოს მაღაზიაში მუშაობის სტაჟი უკვე 9 წელს შეადგენს.

მას ერთი დღეც კი არ გაუცდენია.

და ის გიჟდება სამსახურსა და კლიენტებზე…

მას უყვარს შემოსასვლელში ჯდომა და კლიენტების დახვედრა.

თანამშრომლები მას მაღაზიის მეფეს ეძახიან!

ეს უსაყვარლესი არსება არის მეგობრული, მშვიდი და მოსიყვარულე.

ფისოს ინსტაგრამის გვერდიც აქვს.