ეს გოგო ბალერინაა, ბიჭი კი – ფეხბურთელი. მათ უნდოდათ ცეცხლოვანი ტანგო ეცეკვათ და…


1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

დღის დედოფალია 22 წლის მარიამ კვარაცხელია, პროფესიით სტომატოლოგი. სიძე – 24 წლის გიგი იოსელიანი, ფეხბურთელი. მარიამს და გიგის ბევრი საერთო მეგობარი ჰყავთ, ერთმანეთიც მათი დახმარებით გაიცნეს. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა, 6-თვიანი მეგობრობის შემდეგ გადაწყვიტეს, ერთად ყოფილიყვნენ და 5 წელი შეყვარებულების ამპლუაში გაატარეს.

ერთხელაც გიგიმ მარიამს ქალაქგარეთ წასვლა შესთავაზა, თუმცა სად მიდიოდნენ, არ გაუმხელია. რამდენიმე საათში ყაზეგში „Rooms Hotel Kazbegi”-ის ვერანდაზე ისხდნენ. გასეირნების მთავარი მიზეზიც მაშინ შეიტყო მარიამმა – გიგიმ საყვარელ გოგოს ხელი სთხოვა.
მარიამი და გიგი ძალიან რომანტიკულები არიან და ერთმანეთს სიურპირიზებით ხშირად ანებივრებენ, თუმცა მარიამი აღიარებს, რომ მეუღლეს უკეთ გამოსდის.

ასევე დაგაინტერესებთ: სიძემ და სიდედრმა ცეკვა დაიწყეს… მოსაწყენი ქორწილი დაუვიწყარ სანახაობად იქცა!

funtime.ge

loading...