ეს დღე ჩვენია! შესანიშნავი ვიდეო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელს ეძღვნება!


წარმოგიდგენთ ყველაფერს რაც ჩვენ ქვეყანაში გვიყვარს და გვეამაყება, რაც გამოგვარჩევს და გვაერთიანებს, იმას რაც ჩვენთვის საქართველოა! ნახეთ ვიდეო, რომელიც საქართველოს დამოუკუდებლობის დღეს მიეძღვნა!

26 მაისი თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას აღნიშნავს, ეს არის დღე, რომელიც ყოველწლიურად გვახსენებს, რომ უნდა დავაფასოთ, მოვუაროთ და განვავითაროთ ყველაფერი რაც გვიყვარს და გვეამაყება, რაც გამოგვარჩევს თუ გვაერთიანებს. ჩვენ გვჩვევია, ჩვენი ქვეყნის კრიტიკული თვალით შეფასება, თუმცა, ხანდახან, საჭიროა უბრალოდ ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით და, რაც მთავარია, ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი, რადგანაც ეს დღე ჩვენია.

ასევე დაგაინტერესებთ: შეეგებეთ საქართველოს 31 გმირ ჯარისკაცს – ავღანეთში დაღუპული თანამემამულეების ისტორია…