ეს 7 რაღაც აუცილებლად საიდუმლოდ უნდა შეინახოთ! მეექვსე პუნქტს აბსოლუტურად ვეთანხმები!


არსებობს რამდენიმე რაღაც, რაზეც ლაპარაკი არ ღირს. მოუყვეთ მათ შესახებ მსოფლიოს, ის ქცევაა, რაც არასოდეს მოგიტანთ კარგს.

აი 7 რაღაცა, რაც აუცილებლად საიდუმლოდ უნდა შეინახოთ.

1. არასოდეს გაამჟღავნოთ თქვენი ამბიციური გეგმები. სანამ მათ არ განახორციელებთ, სხვებთან კრინტიც არ დაძრათ. ამ გეგმებს ხშირად აქვთ სუსტი მხარეები, რომლებიც შესაძლოა არ შეგიმჩნევიათ. სხვა კი ამას მარტივად დაინახავს. ეს კი თქვენ გაიძულებთ, რომ ამ გეგმის განხორციელებას არც კი ეცადოთ.

2. არ ილაპარაკოთ თქვენს საქველმოქმედო საქმიანობაზე. როცა რაღაცა კარგს აკეთებთ, არ უნდა ელოდებოდეთ ამ სიკეთის დაფასებას. თუკი მაინც ამ უკანასკნელის იმედი გაქვთ, გადააფასეთ თქვენი შეხედულებები.

3. არასოდეს თქვათ თქვენი ცხოვრებისეული საიდუმლოები. არ ღირს ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ გადაეჩვიეთ დილით ძილს, ან როგორ დაკარგეთ მადა სექსის მიმართ. ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს – თქვენი ემოციური მდგომარეობა ჰარმონიული უნდა იყოს.

4. ასევე არასოდეს ილაპარაკოთ იმ მომენტებზე, როცა თქვენ სიმამაცე გამოიჩინეთ. ჩვენ ყოველდღე გვიწევს გარკვეული სირთულეების გადალახვა – როგორც გარეთ, ასევე ჩვენს თავებში. თუ თქვენი მიღწევები ცნობილი გახდება, ამას შეფასებაც მოჰყვება. ეს არ არის თქვენი გადასაწყვეტი.

5. არასოდეს გაუზიაროთ სხვებს თქვენი წარმოდგენები და ცოდნა სამყაროს, სიკვდილისა და სიცოცხლის შესახებ. ეს უბრალოდ თქვენი ინტერპრეტაციაა, ვიდრე ობიექტური სიმართლე. ამიტომ როცა სხვებს მიუთითებთ იმაზე, რომ ისინი ცდებიან, შეიძლება აქეთ გახდეთ აგრესიის მსხვერპლი.

6. არასოდეს ისაუბროთ ოჯახური პრობლემებისა და კონფლიქტების შესახებ. ასეთი რაღაცები მხოლოდ ოჯახში უნდა გადაწყდეს თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. რაც უფრო ხშირად ისაუბრებთ ამის შესახებ სხვებთან, მით უფრო გადაუჭრელი იქნება მსგავსი პრობლემები.

7. არასოდეს ილაპარაკოთ ის არასასიამოვნო რაღაცები, რასაც ადამიანები აკეთებენ ან ლაპარაკობენ. როგორი მარტივიცაა თქვენი ტანსაცმელი გაჭუჭყიანდეს, ასევე მარტივია თქვენი ტვინი დაისვაროს. ადამიანი რომელიც ითვლის იმ სულელურ და საშინელ რაღაცებს, რასაც ხედავს და ესმის, ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც სახლში შესვლის შემდეგ არ იხდის ჭუჭყიან ფეხსაცმელს.