ეს 7 ნიშანი დაგეხმარებათ გაიგოთ უყვარხართ თუ არა თქვენს ძაღლს!


1521

წარმოიდგინეთ, როგორი საჭირო და გამოსადეგი ინფორმაციაა, როცა იცით რას ფიქრობენ და გრძნობენ ცხოველები.
მაგალითად, რატომ უყეფენ ძაღლები მტვერსასრუტს ან რატომ იმალებიან კუთხეში წვიმის დროს? საინტერესო შეკითხვებია, არა?

ბოლოს ჩატარებული კვლევების მიხედვით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ძაღლებს აქვთ გარკვეული „ძალები“ ან ფიზიკური გრძნობები, რის მიხედვითაც უნიკალური გზით ამჟღავნებენ სიყვარულს.

აი ასე უყვარხართ თქვენს ოთხფეხა მეგობარს.

1. გიყურებთ პირდაპირ თვალებში

როცა თქვენ და თქვენი ძაღლი თამაშობთ და ის თვალებში გიყურებთ, ოქსიტოცინი წარმოიშობა. ეს ზუსტად იგივე ჰორმონია, რომელიც ეხმარება ახალბედა დედებს დაამყარონ კავშირი ახალდაბადებულებთან.

2. ის სახეს გილოკავთ.

ეს ქცევა ბევრ ადამიანს აღიზიანებს, მაგრამ განა ჩვენმა ძვირფასმა ოთხფეხა მეგობრებმა ბაქტერიების შესახებ რამე იციან? მათ უბრალოდ სურთ, რომ თქვენზე იზრუნონ. ლოკვით კი ამ სურვილს გამოხატავენ.

3. ის თავის სათამაშოებს გინაწილებთ

თუ თქვენი ძაღლი თავის სათამაშოს მუხლზე დაგიგდებთ, ეს ორ რამეს ნიშნავს: მას უნდა თამაში ან ის ამით თქვენზე ზრუნავს. სათამაშოს გაზიარება მისთვის ზრუნვაა. ამით ის გაცნობთ, რომ თქვენ მისი ლიდერი ხართ.


4. მას თქვენს საწოლში სძინავს.

თქვენს ძაღლს ნებას რთავთ თუ არა, რომ თქვენს საწოლში იძინოს? ამ აზრის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რიცხვი დიდია. მაგრამ რას ნიშნავს ეს ძაღლისთვის? თუ ის ცდილობს თქვენს საწოლში დაიძინოს ან თქვენ გვერდით ჩაეძინება, ეს მის სიყვარულზე მიანიშნებს. მას მთელი ცხოვრება ეყვარებით.

5. ის ამთქნარებს, როცა თქვენ ამთქნარებთ

გადამდები მთქნარება ადამიანის ემპათიური ბუნების მანიშნებელია. ეს მარტო ჩვენ არ გვაქვს. რადგან ძაღლები ადამიანის მიერ არის მოშინაურებული, მათ ინსტიქტურად ესმით პატრონების. დიახ, დიახ, როცა თქვენ ამთქნარებთ, თქვენი ძაღლიც ამთქნარებს. ეს კი ერთი რამის მანიშნებელია: მას თქვენ უყვარხართ!

6. თქვენს წასვლას მშვიდად უყურებს…

პანიკა სიყვარულის ნიშანი არაა. ძაღლს, რომელიც ადამიანის წასვლით პანიკაში ვარდება, უბრალოდ მარტო ყოფნა არ უნდა. თუ ძაღლი ამ დროს მშვიდად არის ნიშანია იმის, რომ ის თქვენ გენდობათ. ის აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ თქვენ დაბრუნდებით.

7. მაგრამ სიხარულისგან გიჟდება, როცა სახლში ბრუნდებით!

როცა სახლში ბრუნდებით, თქვენი ძაღლი სიხარულისგან გიჟდება. ამით ის თქვენ მიმართ სიყვარულს გამოხატავს.

აბა როგორია ვერდიქტი? უყვარხართ თქვენს პატარას ისევე, როგორც თქვენ ის გიყვართ? ვიმედოვნებთ, აქ 100 %-იანი კია.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend