ერთ წელში ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ! ამაში ეს 7 ისტორია დაგარწმუნებთ!


capture

რეალურად იმას მნიშვნელობა არ აქვს რამდენი დრო დაგვრჩა, მთავარია როგორ გამოვიყენებთ მას. დღეს გაგიზიარებთ 7 არაჩვეულებრივ ისტორიას ადამიანების შესახებ, რომლებმაც ერთ წელში აბსოლუტურად შეცვალეს საკუთარი ცხოვრება!

სინდი 49 წლის ასაკში გახდა მოდელი და საკუთარი ბიზნესი დაიწყო

ერთ დღეს სინდიმ გადაწყვიტა თმა ნაცრისფრად შეეღება. მან დოლჩე & გაბანას ყურადღება მიიქცია. აქედან დაიწყო სინდის კარიერაც. მალე მან გადაწყვიტა გაკეთებინა კანის მოვლის და მაკიაჟის პროდუქტების ხაზი. ქალი ფიქრობს, რომ სილამაზის საიდუმლო არის ის, რომ დატკბე საკუთარი თავითა და ცხოვრებით.

მოსკოველმა ტატუ არტისტმა კიბო დაამარცხა

მოსკოველმა ტატუ არტისტმა რინატ კარიმოვმა ინსტაგრამის გვერდი შექმნა. გვერდს უჩვეულო სახელი ჰქონდა: „ ფოტო-ბლოგი, სადაც მე მემართება ლიმფომა და ვამარცხებ მას.” რინატი დაავადებას 51 კვირა ებრძოდა და საბოლოოდ მის 86 000 ფოლოვერს გამარჯვება აცნობა.

ამ ახალგაზრდა წყვილს წონის დაკლების შემდეგ ვერ იცნობთ

ჯასტინ და ლაურენ შელტონი ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მათ თითქმის ყველაფერი ჰქონდათ შესაფერისი წონის გარდა. ორივეს წონა ერთად 340 კილოგრამს შეადგენდა. წყვილის ცხოვრება შეიცვალამაშინ, როცა ჯასტინი ავად გახდა და საავადმყოფოში დაწვა. დიაგნოზის დასასმელად სხეულის სკანირება იყო საჭირო, მაგრამ ამის სპეციალური მანქანა ჯასტინის წონას ვერ იტევდა. ამის შემდეგ ცოლ-ქმარმა ცხოვრების სტილის შეცვლა გადაწყვიტა. ჯასტინმა ნახევარი წლის შემდეგ 45 კგ დაიკლო, ლაურენმა კი – 78 კგ.

ფულით ბედნიერებას ვერ იყიდით

1996 წელს წარმატებულმა ქალმა ჰეირემარი შვერმერმა თავისი ფული ღარიბებს დაურიგა, თვითონ კიდევ საარსებო თანხა დაიტოვა. მან გადაწყვიტა ერთი წლის განმავლობაში უფულოდ ეცხოვრა. ის წმენდა ფანჯრებს, ასეირნებდა ძაღლებს, ალაგებდა სახლებს. ახლა კი ის 70 წლისაა და უფასოდ სთავაზობს ადამიანებს ლექციებს ცხოვრებაზე.

შერიმ საკუთარი ბიზნესი დაიწყო

შერი შმერიზერი 40 წლის ქალია, რომელიც სამი შვილის დედა გახლავთ. მან გადაწყვიტა ფეხსაცმლებზე საყვარელი ნივთები დაემაგრებინა. ქმარმა კი შესთავაზა ეს პატარა დიზაინერული საჩუქრები ვებსაიტის საშუალებით გაეყიდა. კომპანიას ჯიბიტზი დაარქვეს, რომელიც 2005 წელს შეიქმნა. 2006 წლისთვის კი მოგებამ 2.2 მილიონი შეადგინა. კომპანია შემდეგ 10 მილიონ დოლარად შეისყიდეს.

ტატიანამ შეცვალა თავისი ცხოვრება და თავისი სხეული

ტატიანა რიბაკობა იყო 14 წლის და იწონიდა 100 კილოგრამს. მას სკოლაში ხშირად ამის გამო დასცინოდნენ. ახლა კი ტანია 24 წლისაა და 50 კილოგრამს იწონის. მისი ცხოვრება თვალის დახამხამებაში არ შეცვლილა. დღესდღეობით გოგონა ლამაზი, მხიარული და პოზიტიური ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც აწარმოებს ბლოგს და არის ავტორი წიგნისა“ როგორ დავიკელი 55 კილოგრამი“.

ჯულიამ მოგზაურობა ბიზნესად აქცია

ჯულიას ნორმალური ცხოვრება ჰქონდა. ის გიჟდებოდა მოდაზე, მუშაობდა დიორში და ხშირად სტუმრობდა პარიზს. ის ცხოვრობდა ზუსტად იმ ცხოვრებით, რასაც ბევრი ქალი ნატრობს. თუმცა ჯულიამ იყიდა ზურგჩანთა და ნეპალში გაფრენა გადაწყვიტა. კატმანდუში ის შეხვდა კიევში დაბადებულ ანტონ გურკოვს. ახლა ისინი ცხოვრობენ და მოგზაურობენ ერთად. ასევე წყვილმა შექმნა კომპანია, რომელსაც დაარქვეს „გოგონები მოგზაურობაში“.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend