ექვსი ძალიან ეფექტური მეთოდი, რომელიც პიგმენტურ ლაქებს ერთხელ და სამუდამოდ დაგავიწყებთ


1


მელანოციტები უჯრედებია, რომლებიც კანის პიგმენტაციას ახდენენ. ისინი გამოიმუშავებენ ძირითადსა და ყველაზე მუქ პიგმენტს – მელანინს. მაგრამ ხდება ხოლმე, რომ, სხვადასხვა მიზეზის გამო, კონკრეტულ ადგილებში, მელანოციტები გამოიმუშავებს მელანინის ზედმეტ დოზას და ეს იწვევს სხვადასხვა პიგმენტური ლაქების გაჩენას. სწორედ ამის გამო გვიჩნდება ისეთი მუქი ლაქები სახესა და სხეულზე, როგორიცაა თანდაყოლილი ლაქა, ჭორფლები, ლენტიგო და სხვ.

1. კიტრის თხელი ფაფა

კიტრი სახეხზე გახეხეთ და პიგმენტური ლაქების ადგილას ფაფა 15 წუთის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ დაიდეთ.

2. ლიმონის წვენი

ლიმონი წყალში გაურიეთ შეფარდებით 1:10 და მიქსტურა პიგმენტურ ლაქებზე დღეში ორჯერ წაისვით.

3. ამჟავებული რძე, იოგურტი ან აჭრილი რძე

ნებისმიერი ამ პროდუქტებიდან, ამჟავებული სახეზე მოისვით და 15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. შემდეგ, ცაცხვის ყვავილების ნახარშში ან ლიმონის წვენში დასველებული ბამბით მოიშორეთ.

4. ბანანის წყალი

ბანანის ქერქი წვრილად დაჭერით, დაასხით 250 მლ. ადუღებულ წყალი, დაელოდეთ, სანამ ბოლომდე არ გაცივდება, გადაწურეთ და მიღებულ სითხე ჩაასხით ყინულის კუბიკების ფორმაში, შედგით საყინულეში. გაღვიძების შემდეგ, ამ კუბიკებით, გაიწმინდეთ სახე და სხეულის სხვა პრობლემური ადგილები.

5. ტკბილი წიწაკა

გახეხეთ ტკბილი წიწაკა პლასტმასის სახეხზე და მიღებული მასა დაიდეთ სახეზე. 30 წუთის შემდეგ, მოიშორეთ და წაისვით მკვებავი კრემი. ეს ნიღაბი არა მხოლოდ პიგმენტურ ლაქებს აცილებს, არამედ კანს C ვიტამინითაც ავსებს.

6. საფუარის ნიღაბი

15-20 გრ. საფუარი შეურიეთ ახალდაწურული ლიმონის წვენს ( 1,5 ჩაის კოვზის ოდენობით). გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბის შემდეგ, სახეზე მკვებავი კრემი წაისვით.

გაითვალისწინეთ, რომ ამ ნიღბებიდან ნებისმიერის გამოყენების შემდეგ, მზეზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. ამიტომაც, ჯობია, რომ ისინი ძილის წინ გაიკეთოთ. რათა პიგმენტური ლაქები ისევ არ გაჩნდეს, მზის აბაზანებს უნდა მოერიდოთ.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend