ემოციური ფილმები, რომელთა ნახვის შემდეგ ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედავთ


Capture

ანონიმი რომანტიკოსები (2010)

შოკოლადი – აი რა აკავშირებს ამ ორ ქალბატონს. ამ ფილმში ქალი არამარტო სამსახურს არამედ ნამდვილ სიყვარულსაც პოულობს. ფილმი იმაზეა თუ რა მნიშვნელოვანია, როდესაც პოულობ ისეთ ადამიანს, რომელთანაც უამრავი საერთო გაქვს.

დედიკო (2014)

ესაა ფილმი დედაზე, რომელიც ცდილობს საკუთარ ვაჟთან ურთიერთობა დაალაგოს, მას შემდეგ რაც ბავშვი ბავშვთა სახლიდან გამოვიდა. დედას ახალი მეზობელი ეხმარება, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება.

ზაფხულის 500 დღე (2009)

ფილმი იმაზეა, რომ რომანტიკა რეალობას არასდროს ეწინააღმდეგება და სიყვარულის ენაზე ესაუბრება. ეს ემოციური და ქალებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია.

თეთრი ღმერთი (2014)

ძაღლი განსაკუთრებული ცხოველია და ხშირად მისი ცხოვრება ადამიანის განვლილ გზას ემსგავსება, რომელიც გამოიყენეს და შემდეგ მიატოვეს. ფილმი სწორედ ამ თემატიკაზეა.

სად მივყავართ ოცნებებს (1998)

თუ ამ ფილმის იდეას მივყვებით ვნახავთ, რომ ყველა ოცნებას ერთ ადგილამდე, ჯოჯოხეთამდე მივყავართ. მოხვდები თუ არა იქ ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. ფილმის მთავარი გმირი ასეთ სიტუაციაშიც კი არ კარგავს იმედს.

შვედური სიყვარულის ისტორია (1970)

ფილმი მოზარდებზეა, რომელთაც რთული ასაკი აქვთ. ამ დროს ყველაფერი რთულად გეჩვენება, მაგრამ რეალურად ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდია. კარგი იქნება თუ ამ ფილმს ყველა უფროსკლასელის მშობელი ნახავს.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend