ძმრის სარგებლიანობის შესახებ, აქამდეც მსმენია, მაგრამ არ ვიცოდი, ასეთი ეფექტური თუ იყო


1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

ძმარი უდავოდ ერთ-ერთი ძალიან საჭირო, გამოსადეგი და, თანაც, იაფი ინგრედიენტია. რატომ უნდა დახარჯო თანხა ქიმიურ საშუალებებში, როდესაც შეგიძლია, გამოიყენო ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ ჩვენი დედები და ბებიები?

ნიჟარაში რაღაც გაიჭედა? ჩაყარეთ მასში საჭმელი სოდა და ჩაასხით ძმარი, ნახეთ შედეგი!

კედელზე რაიმე წებოვანი და რთულად მოსაშორებელი მიეკრო? მიასხურეთ მას ძმარი და, შემდეგ, იოლად მოაშორეთ.

თუ ნაგვის ყუთს მაშინაც კი საშინელი სუნი აქვს, როდესაც ის ცარიელია, ერთი ნაჭერი პური ძმარში დაასველეთ და ურნაში მთელი ღამის განმავლობაში მოათავსეთ. მეორე დღიდან, უსიამოვნო სუნი სადღაც გაქრება.

სპრეის ბოთლი გაავსეთ ერთი მესამედი ძმრისა და ორი მესამედი წყლის ოდენობით. დაუმატეთ ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ეს მიქსტურა გამოიყენეთ სამზარეულოსა და სააბაზანოში. ის იდეალურად გარეცხავს ყველაფერს.

ჩაასხით ჭიქაში ვაშლის ძმარი, დააფარეთ პარკი და გაუკეთეთ რამდენიმე ნახვრეტი. ბუზები მასში შეაღწევენ მაგრამ იქიდან ვეღარ გაიქცევიან.

უთოს არქონის შემთხვევაში, ძმრით ტანსაცმლის ნაკეცების გასწორებაც კია შესაძლებელი. ერთმანეთში არიეთ ცოტაოდენი ძმარი და წყალი და სპრეის ბოთლით მიასხურეთ ტანისამოსს. რამდენიმე წუთის შემდეგ, ნაკეცები აღარ იქნება.

თუ კატა ავეჯზე დაჯდომას ვერაფრით გადააჩვიეთ, ტახტს რამდენიმე წვეთი ძმარი მიასხურეთ, ცხოველი ვერ იტანს ძმრის სუნს.

ყვავილები დიდხანს არ დაჭკნება, თუ ვაშლის ძმარს წყალში გაურევთ და მასში ყვავილებს მოათავსებთ.

მზის სათვალის ლაქებს თეთრი ძმარი ეფექტურად მოაშორებს.

loading...