დროა დამდეგი ახალი წლისთვის მოვემზადოთ! 5 კერძი დაუვიწყარი დღესასწაულისთვის!



იმისთვის, რომ თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ეს წელი წარმატებული და განსხვავებული იყოს, მოამზადეთ კერძები, რომლებიც მაიმუნს უყვარს. ის ხომ, ახალი წლის სიმბოლო და ნამდვილი თილისმაა…

1. ბანანის სალათა

ინგრედიენტები
2 ბანანი
2 ჩ/კ ლიმონის წვენი
100 გ მაგარი ყველი
100 გ ლორი
50 გ ფიჭვის კაკალი
ოხრახუშის ფოთლები
შავი პილპილი გემოვნებით
მაიონეზი, ან არაჟანი– 1 ს/კ

მომზადების წესი
ბანანი დაჭერით და მას ლიმონის წვენი დაასხით, ასე ის ფერს არ შეიცვლის. გახეხეთ ყველი და ლორი. ოხრახუში დააქუცმაცეთ. 1 ჩ/კ ფიჭვის კაკალი დაჭყლიტეთ.
აურიეთ ერთმანეთს ბანანი, ყველი, ლორი, ოხრახუში, დაჭყლეტილი და მთელი კაკალი, დაამატეთ პილპილი. შეგიძლიათ სალათა მაიონეზით, ან არაჟნით შეკმაზოთ.

2. კანაპე ქაშაყით და ვაშლით

ინგრედიენტები
ქაშაყის 7 ფილე
300 მლ არაჟანი
1 ს/კ დიჟონის მდოგვი
2 ჩ/კ შაქარი
1 ვაშლი
1 ს/კ ვაშლის ძმარი
კრეკერი, ან პურის ნაჭრები

მომზადების წესი
ქაშაყის ფილე პატარა ნაჭრებად დაჭერით. ვაშლი გახეხეთ და არაჟანს, მდოგვს, ძმარს და შაქარს შეურიეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი. მიღებული სოუსი ფილეს დაასხით და რამდენიმე საათით დატოვეთ. შემდეგ გააკეთეთ პატარა ბუტერბროდები–კანაპე. გააფორმეთ მწვანილით.

3. ხილის “მწვადი” ბეკონით

ინგრედიენტები
ყურძნის 12 დიდი მარცვალი
1 კივი
1 ბანანი
კონსერვირებული ანანასი, ან ატამი
ბეკონის 8 თხელი ნაჭერი
ხის 8 პატარა შამფური
1 ს/კ ლიმონის წვენი

როგორ მოვამზადოთ:
ხის შამფურები რამდენიმე საათით წყალში, ან თეთრ ღვინოში ჩადეთ. დაჭერით კივი, ბანანი, და ანანასი პატარა ნაჭრებად. ჩამოაცვით ხილი შამფურზე რიგრიგობით. შამფურები ბეკონში შეახვიეთ და ლიმონის წვენი დაასხით. „მწვადი“ გრილზე, ან ტაფაზე მოამზადეთ 5–7 წუთის განმავლობაში.

4. მანდარინის ნაყინი

ინგრედიენტები
1 კგ მანდარინი
300 მლ ნაღები
400 გ შედედებული რძე
ვანილის შაქარი, ან ვანილი გემოვნებით
ფორთოხლის ქერქი

როგორ მოვამზადოთ:
მანდარინი გაფცქვენით და ბლენდერის დახმარებით დააქუცმაცეთ. მასა საწურზე გადაწურეთ. ჯამში აურიეთ ერთმანეთს შედედებული რძე, ნაღები და მანდარინის მასა. დაამატეთ ვანილი. მიღებული მასა პატარა ფორმებში გადაასხით და მაცივარში ჩადეთ. რამდენიმე საათში ნაყინს მოურიეთ. კონსისტენცია ერთგვაროვანი უნდა იყოს.

ნაყინი ფორთოხლის ქერქში– რა არის ამაზე გემრიელი?

5. ქათამი ფლამბე

ინგრედიენტები:
მთელი ქათამი, ან წიწილა
ქინძი
მარილი და პილპილი
4 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ბოთლი მუქი ლუდი
4 ს/კ არაყი

როგორ მოვამზადოთ:
ქათამს ზეითუნის ზეთი, სანელებლები წაუსვით, მარილი მოაყარეთ და რამდენიმე საათით დატოვეთ. ლუდის ბოთლი საპონის გამოყენებით გარეცხეთ, ბოთლს იარლიყი მოაშორეთ. ღრმა ფორმაში ფოლგა ჩააფინეთ და მასში მუქი ლუდის 2/3 ჩაასხით. დანარჩენი კი ჯამში გადაასხით. ქათამი ბოთლს ჩამოაცვით და ფორმაში ჩადეთ. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ და ქათამი 45–60 წუთის განმავლობაში მოამზადეთ. მომზადებულ ქათამს ლუდი და არაყი დაასხით და ცეცხლი მოუკიდეთ. ეს ძალიან ეფექტური იქნება! შემდეგ კი, ქათამს თავსახური დააფარეთ, ცეცხლი ჩაქრება.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

ასევე დაგაინტერესებთ: ყურები ორგანიზმის სარკეა. დააკვირდით მათ და გაიგეთ რა გაწუხებთ