დიეტოლოგებმა ის 5 პროდუქტი დაასახელეს, რომლებიც ჩვენ გვაბერებს!


1

საჭმელი, რითაც ვიკვებებით, ჩვენს ჯანრმთელობაზე მოქმედებს. თანამედროვე ეპოქაში ნატურალური პროდუქტები კონსერვებით არის ჩანაცვლებული, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ ჩვენს ორგანიზმს.

დღეს შემოგთავაზებთ იმ 5 საშიშ პროდუქტს, რომელიც ჩვენს დაბერებას იწვევს.

1) ტრანსცხიმები

ტრანსცხიმების დიდი რაოდენობა კარტოფილ ფრიში, პოპკრონში, ჩიპსებში, კრეკერებში, მარგარინში გვხვდება. ტრანსცხიმების დიდი რაოდენობით მოხმარება იწვევს გასუქებასა და გულის დაავადებებს.
მედიცინის დოცენტი ტიმოტი ჰარლანი ამტკიცებს, რომ სიბერე ქრონიკული ანთებითი პროცესია, ამიტომ ადამიანები, რომლებიც ტრანსცხიმის შემცველი საჭმლით იკვებებიან, შედარებით მალე ბერდებიან.

2) გლუკტოზასა და ფრუკტოზას სიროპი

ეს სიროპი, რომელიც შაქრის შემცველად წარმოგვიდგება, გვხდება სოდიან სასმელებსა და კონსერვებში. გლუკოზა-ფრუკტოზის სიროპი აუმჯობესებს საჭმლის გემოს. მის გადამეტებულ მიღებას მივყავართ ღვიძლისა და გულის უკმარისობასა და კარიესამდე. გირჩევთ, შაქარი თაფლით შეცვალოთ.

3) რაფინირებული მარილი

მარილი – ეს საშიში პროდუქტია, რომელიც ორგანიზმში წყალს აჩერებს და ჰიპერტონიის ერთ-ერთი მიზეზი ხდება. მარილის დიდი რაოდენობით გამოყენება აჩქარებს დაბერების პროცესს. თუ ფიქრობთ, რომ საჭმელი მარილის გარეშე გემრიელი შეიძლება იყოს, ცდებით. მისი არაჩვეულებრივი ალტერნატივა მწვანილი და სუნელებია.

4) დამუშავებული ხორცი

ძეხვი, ლორი, ბეკონი და სხვა დამუშავებული ხორცი, რომელსაც მაღაზიაში ვყიდულობთ, იწვევენ კანთან დაკავშირებულ პრობლემებს. ასეთი ხორცის გამოყენებისას, ორგანიზმი კოლაგენს გამოიმუშავებს. ამის გამო კანი ბერდება, იწელება, იძენს არაჯანსაღ სახეს. ხორცის დელიკატესების ნაცვლად თევზი მიირთვით ხოლმე.

5) ალკოჰოლი

ალკოჰოლი ღვიძლის მიერ მუშავდება. ეს უკანასკნელი ტოქსინებს ანეიტრალებს, თუმცა მისი „გადატვირთვა“ იწვევს აკნეს, კანის პრობლემებსა და ნაოჭებს.