დიახ, ამ სურათზე ერთი და იგივე გოგო არის ნაჩვენები! უაზროდ ზედმეტი დიეტა ამახინჯებს!…


ეს ვალერია ლევიტინას ისტორია გახლავთ. ადამიანის, რომელიც ყველაზე გამხდარ ქალად ითლება დედამიწაზე.
39 წლის ასაკში ვალერია ცოცხალ მუმიასავით გამოიყურება, 172 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე 5-6 წლის ბავშვივით, მხოლოდ, 25 კგ-ს იწონის.
ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ მან ეს ამბავი თავს საკუთარი ნებით მოუწყო.

1989 წელს ვალერიას ოჯახი მოსკოვიდან ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ახალგაზრდა გოგონას ძალიან ლამაზი გარეგნობა ჰქონდა და 1994 წელს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაიმარჯვა “მის ჩიკაგოს” სილამაზის კონკურსში. სწორედ, ეს მომენტი გახდა ვალერიას მშვიდი ცხოვრების დასასრულის დასაწყისი.

წარა-მარა სასწორზე დგომის ჩვევა მან, ლამის, მემკვიდრეობით მიიღო, მის ოჯახსა და სანათესაოში ყველა ქალს წონის პრობლემა ჰქონდა, დედამისიც გამუდმებით, ამაოდ აკონტროლებდა გაბარიტებს და შეშინებული პატარა გოგონასაც უმოწმებდა სიმძიმეს, მგონი, ძალიან გასუქდიო. სილამაზის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ვალერიამ გადაწყვიტა, მოდელი გამხდარიყო და ექსტრემალურ დიეტებს მიმართა. ძალიან მოკლე დროში, 19 წლის ასაკში, ის უკვე უზომოდ გამხდარი იყო, მაგრამ მიღწეულს არ კმაყოფილდებოდა და 24 წლისა უკვე, მხოლოდ, 38 კილოგრამს იწონიდა.
აი, როგორ გამოიყურებოდა ვალერია ადრე, იქამდე, სანამ გახდომას გადაწყვეტდა:

დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამხდარი ეს ადამიანი მონაკოში ცხოვრობს მზიანი და თბილი ამინდების გამო, რომელიც ამ ადგილს ახასიათებს. აქ ქალბატონი თავს მეტ-ნაკლებად კომფორტულად გრძნობს.

ვალერია, თითქმის, ვერ იგებს საჭმლის გემოს, ხოლო პროდუქტების საყიდლად წასვლის პროცესი მისთვის, ნამდვილი, ჯოჯოხეთია. დარღვეული ნივთიერებათა ცვლის პროცესი, რომელსაც ლევიტინა 20 წელზე მეტ ხანს ებრძოდა, ბოლოს და ბოლოს დაირეგულირა, მაგრამ წონის აკრეფა მას კვლავ არ გამოსდის.
“ეს არ არის თამაში, ეს არ არის ხუმრობა, ეს თქვენი ცხოვრებაა” მიმართავს ვალერია ყველას, ვინც კვების უაზრო რეჟიმით ცდილობს რაღაც შედეგის მიღწევას.

interest.ge

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend