დღეს, მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა…


234398847


83 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი გივი ბერიკაშვილი.

ცნობილი ქართველი მსახიობი ფილტვებზე არსებული პრობლემებით საავადმყოფოში რამდენი დღის წინ გადაიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით დამძიმდა.

ივი ბერიკაშვილი დაიბადა 1933 წლის 12 მაისს გურჯაანის სოფელ კოლაგში. 1956 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend