დაზიანებული თმის აღმდგენი საუკეთესო საშუალება. ლამინირება სახლის პირობებში


101010.jpg.pagespeed.ce.kwUjSu_qJY

ლამინირება დაზიანებული თმის აღმდგენი საუკეთესო საშუალებაა. ამ პროცედურის შემდეგ დაზიანებული თმა რამდენიმე კვირის განმავლობაში იდეალურ ფორმაშია. მისი გამეორება 3-4 კვირაში ერთხელაა რეკომენდებული. თმის გამაჯანსაღებელი საშუალების დამზადება სახლის პირობებში მარტივად შეგიძლიათ.

1. ჟელატინის ფხვნილი 80 მლ. თბილ წყალში გახსენით, კარგად აურიეთ და 10-15 წუთი ასე გააჩერეთ.

2. ნაზავში 1ს/კ თმის სპეციალური ზეთი ჩაამატეთ და დიდხანს ურიეთ, რომ კარგად გაიხსნას.

3. თმაზე წასმის წინ ნაზავი შეათბეთ.

4. ნაზავის წასმა ნელ-ნელა ფუნჯის დახმარებით ან მთლიან თმაზე ერთიანად შეგიძლიათ.

5. წასმის შემდეგ თავზე აბაზანის ქუდი დახურეთ და თბილი პირსახოცი შემოიხვიეთ. ასევე შეგიძლიათ პირსახოცის გარედან საშრობით გაიშროთ, ასე შედეგი უფრო ეფექტური იქნება. 1 საათში თავი ჯერ თბილი შემდეგ კი გრილი წყლით დაიბანეთ.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend