დავიბენი როცა მან ხახვი ქვაბში ჩაყარა, მაგრამ საბოლოო შედეგი რომ ვნახე ნერწყვი მომადგა!


1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

წვნიანი ყველას ძალიან გვიყვარს. ამ ვიდეოს მეშვეობით, ვისწავლით, როგორ მოვამზადოთ ფრანგული ხახვის წვნიანი, რომელიც ძალიან მარტივი რეცეპტით მზადდება.
ინგრედიენტები:
პარმესანი;
ფრანგული მდოგვი;
შვეიცარიული ყველი;
კარაქი;
ქათმისა და საქონლის ბულიონი;
ფრანგული პური;
ნიორი;
თეთრი მშრალი ღვინო.

დაჭერით პური და შეაწყვეთ ღუმელში, სანამ არ შეცხლედება და ხრაშუნა არ გახდება. შემდეგ, დაჭერით 6 ცალი ხახვი და იგივე რაოდენობის ნიორი, გაადნეთ კარაქი, სანამ ის დნება, შეამოწმეთ პური,არ დაგეწვათ.

ჩაყარეთ ნიორი კარაქიან ტაფაში, დაახლოებით ერთ წუთში დაუმატეთ ხახვი, ცეცხლი უნდა იყოს საშუალო ტემპერატურის. ხახვი უნდა იშუშებოდეს 45 წუთის განმავლობაში. შემდეგ, დაასხით მას 1 ფინჯანი თეთრი მშრალი ღვინო. ღვინო ხახვთან ერთად ადუღეთ 2-3- წუთის განმავლობაში.

ამ დროის გასვლის შემდეგ, დაუმატეთ მას სამი ფინჯანი ქათმის ბულიონი, 1 ჩაის კოვზი ფრანგული მდოგვი, მოურიეთ და დაუმატეთ 3 ფინჯანი საქონლის ბულიონი. ადუღეთ 25 წუთის განმავლობაში.

დაუმატეთ მარილი, არომატისთვის კი -წიწაკა. მოურიეთ. წვნიანი გადმოდგით, ჩაასხით ჭურჭელში, ზემოდან დაადეთ პური და მოაყარეთ გახეხილი შვეიცარიული ყველი, შემდეგ კი პარმესანი. ნაზად დააწექით. შემდეგ კი, შედგით ჭურჭელი ღუმელში, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში, მაღალ ცეცხლზე.

გააციეთ და გემრიელად მიირთვით!

loading...