დაუჯერებელია, მაგრამ ეს 5 ადამიანი მართლა არსებობდა!


დროდადრო ამქვეყნად იბადებიან ადამიანები ისეთი ანომალიებით, რომელთა წარმოდგენაც რთულია. ზოგიერთ მათ მახინჯებს ეძახის, ზოგიერთი– უცნაურებს, მაგრამ ეს ადამიანები მაინც ცდილობენ, ნორმალური ცხოვრებით იცხოვრონ. მოგიყვებით რამდენიმე ადამიანის ცხოვრების შესახებ, რომლებიც მე–19 საუკუნის ბოლოს და მე–20 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდნენ.

1. ელა ჰარპერი, ცნობილი, როგორც ‘ადამიანი–აქლემი’.
ამ გოგონამ მეტსახელი თავისი ორთოპედიული პათოლოგიის გამო მიიღო: მისი ფეხები არასწორად იყო ჩაბრუნებული, რის გამოც ოთხზე სიარული უწევდა. მთელი ცხოვრება ელამ ციკრში იმუშავა, სადაც, სხვათა შორის, არც ისე ცოტა ფულს შოულობდა– დაახლოებით 200 დოლარს კვირაში. ის გარდაიცვალა 1921 წელს, 51 წლის ასაკში.



2. ფინი მილსი, მეტსახელად ‘გოგონა დიდი ფეხებით’
ფინის ანომალიას ჰქვია მილროის დაავადება, ან მილფოსტაზი– ეს თანდაყოლილი ლიმფური სისტემის დაავადებაა. სწორედ ამის გამო ჰქონდა ამ ქალს დაახლოეით 43 სმ.–ის სიგრძის ფეხი!


3. მორის ტილეტი, ანუ ‘ფრანგი ანგელოზი’
მოზარდობაში, მას დაუდგინეს აკრომეგალია– დაავადება, რომელიც დაკავშირებულია წინა ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევასთან და იწვევს ტერფების, მტევნების და თქვის ქალის არანორმალურ ზრდას.
თუმცა, არ იყო აუტსაიდერი. ის 1900–იანების დასაწყისში ბოქსში მძიმე წონაში ორგზის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1940–იან წლებში– ფილმის ვარსკვლავი.


4. ფრენკ ლენტინი, ცნობილი, როგორც ‘განუმეორებელი ფრენკი’
ფრენკი დაიბადა სრულყოფილად ფუნქციონირებადი მესამე ფეხით, რომელიც იყო წარუმატებელი სიამის ტყუპის არსებობის შედეგი. მან მთელი ცხოვრება საცირკო წარმოდგენებში გაატადა, თუმცა, თავისი ანომალიის მიუხედავად, ორი ბავშვის მამა გახდა.


5. ჯინ ლიბერა – ‘ადამიანი ორი ტორსით’
ეს ადამიანი მართლაც უნიკალური იყო, რადგანაც ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში მის სხეულს შეუერთდა პარაზიტული სიამის ტყუპი. მისი მკერდის რენტგენის გადაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მუცლის ღრუში 15 სმ. დიამეტრის თავი იყო. ლიბერამ თავის ტყუპისცალ ძმას ჯეკსი დაარქვა.

ეს ადამიანები მართლაც უნიკალურები არიან. თქმაც არ უნდა, რომ მათ ბევრი განსაცდელის გადატანა მოუხდათ. წარმოდგენაც კი რთულია, როგორ მოახერხეს ნორმალური ცხოვრების ქონა და ოჯახების შექმნა! გაუზიარე ეს ფოტოები მეგობრებს!

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend