დასასვენებლად სესხის აღების დადებითი და უარყოფითი მხარეები


Vacation-Loan_sm

დამღლელი სამუშაო წლის შემდეგ დასვენებას ყველა იმსახურებს. ამ პერიოდს მოუთმენლად ელოდებიან, რადგან წინასწარ აქვთ დაგეგმილი სად და როგორ გაატარონ არდადეგები.

არჩევანი დიდია, საინტერეო ადგილების მონახულება, მოგზაურობა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მთაში ლაშქრობა ან ზღვის ტალღებში ნებივრობა. თუმცა, იმისათვის რომ თქვენთვის სასურველი შვებულება მოიწყოთ, რა თქმა უნდა, გარკვეული რაოდენობის თანხაა საჭირო.

„მინდოდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მემოგზაურა, მაგრამ როდესაც ფინანსებს გადავხედე, მიხვდი, რომ თანხა არ მეყოფოდა. საბედნიეროდ, გამოსავალი მაინც ვიპოვე, მეგობრის რჩევით, სამოგზაურო სესხი ავიღე და არაჩვეულებრივად გავატარე შვებულების დღეები “– ამბობს ნინი თვალავაძე, 29 წლის.

შესაბამისად, თუ არდადეგების განსაკუთრებულად გატარება გსურთ, მაგრამ ამისთვის საკმარისი თანხა არ გაქვთ, სესხის აღება ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა სურვილის ასახდენად.

აქვე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ პროცესს თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები ახლავს თან.

ვებ–გვერდი Sesxebi 365, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გიზიარებთ, თუ საზაფხულოდ სესხის აღებას აპირებთ.

თავდაპირველად, კარგია, თუ სესხის წყალობით დასვენება უფრო იაფი დაგიჯდებათ. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ბანკისგან ისესხებთ თანხას. ზოგიერთ კომერციულ ბანკს თქვენთვის განსაკუთრებული სერვისი აქვთ, გთავაზობს სპეციალურ, შეღავათიან სესხს, რათა თქვენი დასვენება სასიამოვნო, უპრობლემო და ხელმისაწვდომი გახდეს.

სესხის კიდევ ერთი დადებითი მხარეა – თქვენ მკაცრად გაქვთ განსაზღვრული დასახარჯი თანხის ოდენობა. ზოგიერთი ბანკიდან 400–დან 3000 ლარამდე თანხის გამოტანა შეგიძლიათ, ზოგი კი 500–დან 5000–მდე გსესხულობთ. შესაბამისად, შეგიძლიათ თქვენი თვიური შემოსავლის მიხედვით, განსაზღვროთ, თუ რა რაოდენობის კრედიტი გამოიტანოთ ბანკიდან და ამის მიხედვით დაგეგმოთ დასვენების დღეები. წინასწარი დაგეგმვით თქვენ სესხის გასტუმრებასაც ადვილად შეძლებთ და თავიდან აიცილებთ გაუთვალისწინებელ ფინანასურ პრობლემებს.

როგორც ვთქვით, სესხის აღებას არასასიამოვნო მომენტებიც ახლავს თან.

კერძოდ, შესაძლოა თქვენ უკვე დაგეგმეთ შვებულება, ბიუჯეტიც გათვლილი გაქვთ, მაგრამ ბანკმა საჭირო რაოდენობის თანხა არ დაგიმტკიცათ. ამიტომ, მთელ ბიუჯეტს სესხის ხარჯზე ნუ დაგეგმავთ.

ასევე, მიუხედევად იმისა, რომ კარგი დასვენება არავის აწყენს, დასვენების შემდეგ სესხის გასტუმრების პროცესი არც თუ სასიამოვნოა, რადგან ის თანხა თქვენს ყოველდღიურ ხარჯებს აკლდება.

ასე რომ, თუ დასასვენებლად სესხის აღებას აპირებთ, გააკეთეთ ეს თქვენი თვიური შემოსავლის მიხედვით. კარგად აწონ–დაწონეთ რა თანხის გამოტანა შეგიძლიათ ბანკიდან, რომ დასვენებაც სასიამოვნო გამოგივიდეთ და შემდეგში სესხის გასტუმრების პროცესმა მნიშვნელოვნად არ დაგაზარალოს. თქვენი ყოველდღიური ხარჯები.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend