დაკიდებული ბაღი-ახალი ტრენდი მებაღეობაში! როგორ გავზარდოთ ბოსტნეული დაკიდებულ ქოთნებში!


ხილსა და ბოსტნეულს ბაღში დიდი ადგილის დაკავება შეუძლიათ. სად აპირებთ ამ მცენარეების განთავსებას? ჩვენ ეფექტურ იდეას შემოგთავაზებთ: თქვენ მათი დაკიდება შეგიძლიათ.

ეს ახალი ტრენდია: დაკიდებული ბაღი, რომელმა მთელი ინტერნეტ-სივრცე ააფეთქა.

1. იცოდეთ რა დარგოთ

ყველა მცენარეა „დაკიდებისთვის“ არ გამოდგება. ზოგი მათგანი ტრადიციულად უნდა დარგოთ. ხილი, როგორიცაა ციტრუსი და სხვა ხის მსგავსი მცენარეები, არასოდეს არ დაკიდოთ. ასევე ეს გაითვალისწინეთ იმ ბოსტნეულზე, რომელიც გაზრდისთვის მიწის სიღრმეს მოითხოვს. ასეთია, მაგალითად, სტაფილო.
თუ ახალბედა ხართ დაკიდებული მცენარეების „სფეროში“, ეს ხილ-ბოსტნეული გაითვალისწინეთ: მარწყვი, სალათის ფურცლები და ბარდა.

2. გამოიყენეთ შესაბამისი მიწა

არსებობს სხვადასხვა ტიპის მიწა. ამ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ ისეთი მიწა, რომელიც უძლებს სინესტის დიდ რაოდენობას. დარწმუნდით, რომ შეურევთ სხვადასხვა ტიპის მიწის 1/3-ს ერთმანეთს.

3. დარგეთ სწორად!

თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ დაკიდებული ბაღი დარგულია ძლიერ მეტალის ჩარჩოში. როგორც სხვა ქოთნის მცენარე, ასევე დაკიდების შემთხვევაში, თქვენ უნდა აიცილოთ თავიდან მისი გახმობის შანსი.
შეგიძლიათ პლანტატორის სიღრმეში ბავშვის პამპერსი ჩადოთ. ეს ექსტრა ნესტიანობას შეაჩერებს.

4. შეკარით პლანტატორები და დაზოგეთ სივრცე

თუ თქვენს პატარა ბაღს შეკრავთ, სივრცისა და წყლის ეკონომიას გააკეთებთ. პლუს – ეს არაჩვეულებრივად გამოიყურება! მცენარეები, რომლებსაც წყალი ყველაზე მეტად სჭირდებათ თავში მოათავსეთ.

5. სცადეთ თავდაყირა ბაღი

ასევე ადგილის დაზოგვის არაჩვეულებრივი ხერხი თავდაყირა მებაღეობაა. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ამგვარად დარგოთ პომიდვრები და მარწყვები.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend