დაიკელით 5 კილოგრამი 30 დღეში, მარტივად და გემრიელად! გაიგეთ მეტი…


თუ თქვენ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის მოკლება გსურთ, მაშინ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა! არ ღირს რთული და შეზღუდული დიეტების ძებნა, უბრალოდ დაუმატეთ მოცემული კერძები თქვენი კვების რაციონს და მიაღწიეთ შედეგს მარტივად!

როგორ გავხდეთ სწორად?

1. მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული
2. დალიეთ უშაქრო სასმელები. უმჯობესია უბრლო წყალი
3. მიირთვით ლამაზი ჭურჭლიდან
4. არ მიირთვათ შემწვარი და ცხიმიანი
5. არ მიირთვათ დაძინებამდე 3 საათით ადრე.

დიეტური კერძები:

1. მოცვის სასმელი
აურიეთ ბლენდერში 1 ჭ მოცვი, უცხიმო რძე, 1/3 დაჭრილი ანანასი, ½ ს/კ თაფლი და მწიკვი ვანილი.


2. დიეტური შვრიის ფაფა კეკნრით და ყავით

მოხარშეთ შვრიის ფაფა და დაუმატეთ ცოტაოდენი კენკრა. მიირთვით მომზადბეისთანავე. 40 წუთის შემდეგ შეგიძლიათ მიაყლოთ გემრიელი ყავაც, რომელსაც მწიკვ დარიჩინს დაუმატებთ.

3. ომლეტი და ჟასმინის ჩაი
გამოაცალკევეთ ცილები და გული, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და აურიეთ ბლენდერში. დაუმატეთ პილპილი და მარილი გემოვნებით. გამოაცხვეთ მიკროტალღურ ღუმელში. შეგიძლიათ დააყოლოთ ჟასმინის უშაქრო ჩაიც.

4. მაკარონის სალათი
მაკარონი-კალორიული პროდუქტია. თუმცა მისი სწორად მომზადების შემთხვევაში ამ ფაქტს თქვენს სასარგებლოდ გამოიყენებთ. აურიეთ ¾ მოხარშული მაკარონი და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ ცოტაოდენი დაქუცმაცებული ლორი , ½ ჭ არტიშოკი, ½ ს/კ თეთრი ღვინის ძმარი, 3 ღერი ბროკოლი, ტკბილი წიწაკა და მარილი.

5. ინდაური ჯანჯაფილით
დაჭერით მომზადებული ხორცი, აურიეთ ჩ/კ სოიოს სოუსთან და ცოტაოდენ გახეხილ ჯანჯაფილთან ერთად. მოამზადეთ კუსკუსი და მოაყარეთ ჩ/კ სეზამის თესლი.

6. გამომცხვარი კარტოფილი
გამოაცხვეთ კარტოფილი ღუმელში. გაჭერით შუაში და ზემოდან დაადეთ 3 ს/კ გახეხილი ყველი, მწვანე ხახვი და ჩილი. მიირთვით სალათის ფურცლებთან ან ჭარხლის სალათთან ერთად.

მოამზადეთ ეს კერძები და დიაკელით წონაში გემრიელად!

ასევე დაგაინტერესებთ: აი, როგორ უნდა დაიკლოთ წონაში თქვენი სხეულის ტიპის მიხედვით…