დაგღალათ გაციებამ? სახლის პირობებში მოსამზადებელი ეს ჩაი დაგეხმარებათ!


მოგწონთ სტატია?
Send to a friend

ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, რომ თქვენ და თქვენი პატარები წარუმატებლად ებრძოდით გაციებას ან სიცხეს? ყოფილა თუ არა უსარგებლო ის წამლები რაც გიცდიათ? სახლში დამზადებული ეს წამალი შეგიწყობთ ხელს, რომ მალევე გამოჯანმრთელდეთ.
თქვენ არ მოგიწევთ გახვიდეთ გარეთ მისი ინგრედიენტების მოსატანად, რადგანაც ისინი შესაძლოა სახლშიც გქონდეთ.
თქვენ დაგჭირდებათ :

• ორი ლიმონი

• ორი ფორთოხალი

• ჯინჯერის პატარა ნაწილი

• კურკუმა

• დაუმუშავებელი თაფლი

დაიწყეთ ლიმონის დაჭრა და მოათავსეთ ჭურჭელში, კურკები გადაყარეთ . ასევე დაჭერით ფორთოხალი და ქერქთან ერთად ჩაყარეთ ჭურჭელში. ლიმონისა და ფორთოხლის ქერქი შეიცავს მრავალ მკვებავ ელემენტსა და ნატურალურ ზეთებს, ამიტომ არ გადაყაროთ ისინი.
გაფრცქვენით კოჭა (ჯინჯერი), ისე რომ დაახლოებით ორი სუფრის კოვზი გამოვიდეს და ჩაამატეთ ჭურჭელში. კურკუმა კი კოვზით გამოფხიკეთ. დაამატეთ ერთი ჭიქა დაუმუშავებელი თაფლი და მოურიეთ ყველაფერს ერთად მანამდე სანამ სქელ სიროფს არ მიიღებთ. შემდეგ კი ჩაი გაიკეთეთ.

რატომ არის ეფექტური სახლში მომზადებული ეს წამალი?

ლიმონი შეიცავს ვიტამინ C-ს. რომელიც ამაგრებს იმუნიტეტს და ამცირების გაცივების ინტენსივობას.
ჯინჯერი კი შველის ყელის, მუცლის ტკივილს.
კურკუმა კი შველის ინფექციასა და ანთებას, იყენებენ ჩინურ მედიცინაში.
რადგანაც თაფლი არის დაუმუშავებელი, მას გამოსაჯანმრთებელ ნითიერებებს ამატებენ. რომელიც ყელის ტკივილსა შველის და ძილს აუმჯობესებს.
ჩაის შენახვის ვარგისიანობა კი ერთი თვეა, თუ თქვენ მას მაცივარში შეინახავთ.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ვუმკურნალოთ გრიპს სახლის პირობებში? საუკეთესო საშუალებები, რომლებიც უნდა იცოდეთ