დაემშვიდობეთ ღაბაბს-სცადეთ 8 ყველაზე ეფექტური ვარჯიში!


ორმაგი ნიკაპი, იგივე ღაბაბი ბევრ ადამიანს აწუხებს. მთავრი მიზეზი სულაც არ არის ზედმეტი კილოგრამები და ჭარბი წონა, ეს განსაკუთრებული ზონაა, რომელიც მარტივად შეიძლება შეიცვალოს.

გთავაზობთ 8 ეფექტურ ვარჯიშს, სცადეთ და მოიშორეთ ღაბაბი, ამისათვის მხოლოდ და მხოლოდ ცოტაოდენი დრო და ენერგია დაგჭირდებათ.

1. კოცნა
გადაწიეთ თავი უკან და შეხედეთ ჭერს, გამოწიეთ ტუჩები წინ და აკოცეთ ჰაერს.
გაჩერდით ამ მდგომარეობაში 5 წამით, მოადუნეთ ტუჩები, გასწორდით. გაიმეორეთ 15-ჯერ.

2.დაჭიმვა
გააღეთ პირი რაც შეიძლება განივრად და გამოწიეთ ენა წინ. გააჩერეთ ენა დაჭიმულ მდგომარეობაში 5 წამით და შემდეგ დახურეთ პირი. გაიმეორეთ 10 ჯერ.

3.პირდაპირ და ზემოთ
გადაწიეთ თავი უკან, ახედეთ ჭერს, დაძაბეთ ქვედა ყბა და გაწიეთ წინ, გაჩერდით ამ მდგომარეობაში 10 წამით და გასწორდით. გაიმეორეთ 10-ჯერ.

4. კისრის ვარჯიში

დადექით სწორად.მიიტანეთ ნიკაპი მკერდთან. ნელა შეაბრუნეთ თავი მარცხნივ და გაჩერდით 5 წამით,შემდეგ კი მარჯვნივ გაიმეორეთ იგივე. შეასრულეთ მოცემული აქტივობა 6-ჯერ.

5. ენა კბილებთან
გააღეთ პირი, ენის წვერი მიაყრდენით ქვედა კბილებს, შეისუნთქეთ ჰაერი პირით და წარმოთქვით ასო -ა. გააჩერეთ პირი ღია მდგომარეობაში 1 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ 2-ჯერ.

6.მსუბუქი დარტყმები
30 წამის განმავლობაში ორივე ხელის გამოყენებით რიტმულად მიარტყით ღაბაბს. ეს ასტიმულირებს სისხლის მოძრაობას.

7.წინ-უკან
დაიდეთ ხელი ღაბაბზე ასო V -ს ფორმით, დააფიქსირეთ ღაბაბი ხელით. გააკეთეთ თავიოთ მოძრაობები, გადაწიეთ ჯერ წინ, შემდეგ უკან. იგრძენით კუნთების მუშაობა. დაჭიმულ მდგომარეობაში გაჩერდით 30 წამით. გაიმეორეთ 3-ჯერ.

8.მსუბუქი წამოწევა

მოთავსდით ისე, რომ თავი საწოლის კიდეზე გადაწიოთ. ნელა გაასწორეთ თავი მკერდის ხაზზე, არ ამოძრაოთ მხრები.

ასევე დაგაინტერესებთ: აი, როგორ უნდა დაიკლოთ წონაში თქვენი სხეულის ტიპის მიხედვით…