ჩაიცვით თქვენი სხეულის ტიპის მიხედვით! სასარგებლო რჩევებია…


დაივიწყეთ უახლესი მოდური ტრენდები, ყველა ადამიანმა უნდა ჩაიცვას ის რაც მას უხდება. სწორად ჩაცმა თავდაჯერებულობის და მაქსიმალური ვიზუალური ეფექტის გარანტია. ჩვენ გთავაზობთ სიანტერესო რჩევებს, ყურადღებით გაეცანით და გაიგეთ რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი სხეული.

1. ვაშლის ფორმის ტანი
ამ ფიგრუის მქონე ქალები ძრითადად სხეულის შუა ნაწილში იმატებენ გარშემოწერილობას. განიერ ტოტებიანი შარვლები და თავისუფალი კაბები შენაიშნავია თქვენთვის!

ყურადღება მიაქციეთ:

– V ფორმის საყელოიან ზედებს
-ფართო ან თხელ შარვლებს
– პრინტებიან და ზოლებიან ზედებს
-წელში გამოყვანილი ქურთუკებს და კოსტუმებს

ერიდეთ:

– ჯიბეებიან და ფართო ზედებს
– წელის არეში გამოყვანილ კაბებს
– მაქმანებიან ზედებს

2. მსხლის ფორმის ტანი
ამგვარი სხეული მქონე ქალბატონებს ცხიმები ძირითადად სხეულის ქვედა ნაწილში უგროვდებათ. უმჯობესია გამოიკვეთოს სხეულის ზედა ნაწილი, ქვედა კი შედარებით დაიმალოს.

პრიორიტეტულია:

– მუქი ფერის შარვლები
– ცალ-მხრიანი ზედები
– კარდიგანები
– ღია ფერის ზედები
– ბისერებიანი/გაფორმებული მაისურვები

მოერიდეთ:

-ვიწრო ზედებს
-ზოლებიან შარვლებს
მაღალ წელიან შარვლებს

3. ქვიშის საათის ტიპი

თეძოები და მკერდის ზონა თანაბრადაა, წელი კი ვიწყო. ამ ტიპის სხეული მქონე ქალებმა უპირატესობა კლასიკურ სტილს უნდა მიანიჭონ.

სასურველია:

– ფანქარი ქვედაბოლოები
– ზედები მხრების გარეშე
– სოლიდური ფერები
– ვიწრო ჯინსები
– მომდგარი ქურთუკები

ერიდეთ:

– მაქმანებს
– ზედებს მრგვალი გულით
– ზედმეტ მატერიებს

4. ათლეტური ტანი

მსგავსი სხეულის ტიპის მქონე ქალბატონებს არ აქვთ გამოკვეთილად წვრილი წელი. სასურველია აქცენტი გაკეთდეს კლასიკურ და სპორტულ სტილზე.

უპირატესობა:

– უმკლავებო ზედები
– მაქმანებიანი ზედები
– მაღალწელიანი შარვლები
– მსუბუქი ფაქტურის ნაჭრები (აბრეშუმი და ა.შ)

ერიდეთ:

– პირდაპირ ჭრილებს
– კაცურ ტანსაცმელს

გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია და ჩაიცვით თქვენი სხეულის ტიპის შესაბამისად!

ასევე დაგაინტერესებთ: მაისურის დაკეცვის რამდენიმე მარტივი მეთოდი – ამიერიდან ტანსაცმლის კარადა აღარ აგერევათ