ბულგარული წიწაკა ნივრით – აი როგორ უნდა მოემზადოთ ზამთრისთვის!


ზამთარში ბულგარული წიწაკის მომზადების უამრავი მეთოდი არსებობს. ყველა დიასახლისს თავისი უნივერსალური ხერხი აქვს. დღეს ჩვენ ერთ-ერთ მათგანს გაგიზიარებთ.

ბულგარული წიწაკა ნიორთან ერთად – ეს არაჩვეულებრივი საჭმელია. ამგვარი წიწაკა შეგიძლიათ დაუმატოთ სუპებსა და სალათებს. მოკლედ, გირჩევთ მის მომზადებას. არ ინანებთ!

ინგრედიენტები:

ბულგარული წიწაკა – 3 კგ

ნიორი – 10 კბილი

შაქარი – 1 ჭიქა

მარილი – 3 ს/კ

მზესუმზირის ზეთი – 250 მლ

ძმარი – 500 მლ

შავი პილპილი – 5 მუჭა

დაფნის ფოთოლი – 1 მუჭა

მწვანილი – 1 კონა

მომზადება:

1. ბულგარული წიწაკა ჩვეულებრივ გაწმინდეთ. დაჭერით მსხვილ ზოლებად.

2. ნიორი წვრილად დაჭერით, ასევე წვრილად დაჭერით კამა ან ოხრახუში.

3. სტერილიზაცია გაუკეთეთ ქილებსა და მათ თავსახურებს.

4. მოამზადეთ მარინადი. ქვაბში 9 %-იანი ვაშლის ძმარი და ზეთი ჩაასხით. დაუმატეთ შაქარი, მარილი და დაფნის ფოთოლი. ქვაბი ცეცხლზე შემოდგით და მარინადი ადუღებამდე მიიყვანეთ.

5. წიწაკა ნაწილ-ნაწილ ჩავყაროთ და ადუღეთ 3-4 წუთის განმავლობაში. ქილებში გადაიტანეთ, ნიორი და მწვანილი ფენებად დაამატეთ.

6. როცა წიწაკის ყველა პორცია გადანაწილდება, მარინადი არ გადაასხათ. ჩაასხით ის ქილაში ბულგარულ წიწაკასთან ერთად. დაფნის ფოთოლი მანამდე უნდა ამოიღოთ. ქილის თავში კი შავი წიწაკა დადეთ.

7. დაახურეთ ქილებს თავსახურავი!