ბავშვობაში ამ ბიჭს დედამ მახინჯი უწოდა! აი რა მოხდა წლების შემდეგ…


ბავშვობაში დედას ცისფერი დღიური ჰქონდა. ის მას სულ თან დაატარებდა. სასიამოვნოა, რომ ამ დღიურის მთავარი თემა მე ვიყავი. თუმცა სინამდვილე სულ სხვაა. დღიურში დედა წერდა, რომ როცა მე დავიბადე, მას ჩემი წაყვანა სახლში არ უნდოდა.

ამის მიზეზი ჩემი უდიდესი ცხვირი, დაღუნული ფეხები და ჩაცვენილი თვალები იყო.

დედა ჯანმრთელ ბავშვს ელოდა. თითქოს ის კიდეც გრძნობდა რაღაც უჩვეულოს. ორსულობისას მან ექიმს არა ჩემი სქესი, არამედ ჩემი მდგომარეობა ჰკითხა. ამ უკანასკნელმა დედას უპასუხა, რომ მე დასახიჩრებული ფეხები და გასიებული სახე მქონდა. დაბადებისას დედას ჩემი ნახვა არ სურდა. მამა მას სიტყვიერად აღუწერდა ჩემს გარეგნობას, შემდეგ კი ორივე ერთად ატირდა.

დედა ფიქრობდა, რომ მე ალბათ მოვკვდებოდი. მამა კი ამის საწინააღმდეგოს არწმუნებდა.

დედაჩემი ჩემს ნახვაზე კვირების განმავლობაში უარს ამბობდა. შემდეგ ის მედდასთან ერთად მოვიდა, როცა დამხედა, ჩემს სახლში წაყვანაზე უარი თქვა.

ის თავის ცისფერი დღიურში წერდა: „ მე მინდოდა მისი სიკვდილი. საავადმყოფოში ვამბობდი, რომ ეს ბავშვი არ მჭირდებოდა და მის მიმართ არაფერს ვგრძნობდი“.

ის ხშირად მნახულობდა ხოლმე. ერთხელ ერთ-ერთი ვიზიტის შემდეგ, დედა მედდას გამოუტყდა, რომ მე ძალიან მახინჯი ვიყავი.

საბოლოოდ, ჩემი მშობლები ჩემს გარეგნობას შეეგუენ. დედა თავის გრძნობებს მოერია და ერთხელაც მედდას ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ჩემი წაყვანა. ამ დროს მე უკვე 10 წლის ვიყავი.

ჩემი მშობლები გახსნილად მელაპარაკებოდნენ თავიანთ გრძნობებზე. ეს საუბრები ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი გახდა.

თუმცა ჩემი მშობლების გრძნობები მაშინ გავიგე, როცა ჩემი პირველი ქალიშვილი დაიბადა. ჩემი ცოლის ორსულობისას, მე ძალიან მეშინოდა, როცა ჩემი გარეგნობა მემკვიდრეობით აისახებოდა ბავშვზე. ერთადერთი ვისთანაც ლაპარაკი მინდოდა, ეს დედაჩემი იყო, თუმცა ის იმ მომენტისთვის უკვე გარდაცვლილი იყო.

თუმცა მის შესახებ მოგონებები დამეხმარა მეპოვნა საკუთარ თავში ძალები, რომ მიმეღო ჩემი ქალიშვილი ისეთი, როგორიც დაიბადებოდა. გაკვეთილი, რაც ვისწავლე არის ის, რომ ზოგჯერ ჩვენი შვილები უნაკლოები არ იბადებიან. ეს ბოლო შემდეგ მოდის, როცა ჩვენ მათ განსხვავებულ თვისებებს ვიღებთ. ჩვენი პირადი ისტორიისთვის ეს უმნიშვნელოვანესია. ჩვენ მათ შესახებ ვფიქრობთ, ვოცნებობთ და ცისფერ დღიურებში ვწერთ ხოლმე.