ბავშვის პუდრის გამოყენების რამდენიმე იდეალური გზა, რომელსაც ვერ წარმოიდგენდით



ადამიანების უმრავლესობას მოსწონს ბავშვის პუდრის სურნელი. იცოდით, რომ მისი გამოყენება ზრდასრულებისთვის, ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში შეიძლებოდა? გთავაზობთ მისი გამოყენების გზებს:

1. ამუქებს წამწამებს

წამწამების გასამუქებელი საშუალების წასმამდე, წამწამებზე ბავშვის პუდრი წაისვით. ისინი უფრო მუქი და ხშირი გამოჩნდება.

2. მშრალი შამპუნი

თუ თავის დაბანას ვერ ასწრებთ, თმის ძირებზე ცოტაოდენი პუდრი წაისვით, ის კანს ზედმეტ ცხიმს მოაშორებს. მუქი თმისთვის, შეურიეთ კაკაოს ფხვნილი, წითელი თმისთვის კი-დარიჩინი.

3. აშორებს ქვიშას

როდესაც სანაპიროზე მივდივართ, ქვიშით ჩანთა და სამოსი გვევსება. სანამ სახლში შეხვალთ, ბავშვებისა და თქვენს ხელებზე პუდრი დაიყარეთ, ის შეიწოვს ტენიანობას და ქვიშას იოლად მოიშორებთ.

4. აცილებს ცხიმის ლაქებს

სანამ გარეცხავდეთ, დალაქულ სამოსს ბავშვის პუდრი დააყადრეთ.

5. თეთრეული

ცხელ ამინდში, ზეწრები უფრო გრილი გახდება, თუ მათ პუდრს მოაბნევთ. ასევე, ტანზე პუდრის მოყრით, თავს თქვენც გრილად იგრძნობთ, რადგან ის შეიწოვს ოფლს.

6. როგორც ცხოველების შამპუნი

დაბანიდან დაბანამდე, შინაური ცხოველების ბეწვი პუდრით გახეხეთ. გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ დავარცხნეთ. უსიამოვნო სუნიც გაქრება.

7. ფეხების სისუფთავისთვის

ფეხებზე პუდრი წაისვით და ყოველ დილით კი, ფეხსაცმელში მისი ცოტაოდენი რაოდენობა ჩაყარეთ. ის გააქრობს ოფლიანობას და უსიამოვნო სუნს.

8. გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი ხელთათმნებისთვის

თუ ხელთათმნების გაკეთებამდე პუდრს ხელებზე წაისვამთ, ისინი არც მოგეკრობათ და არც სრიალს დაიწყებს.

9. დაიცავს კარტს ერთმანეთზე მიკვრისაგან

კარტი პუდრის ყუთში ჩააწყეთ, რამდენჯერმე შეანჯღრიეთ და შემდეგ, გამოიღეთ. ისინი ერთმანეთს აღარ მიეკვრება.

10. გაპარსვის შემდეგ

მისი გამოყენება, ქალებსაც შეუძლიათ და მამაკაცებსაც. ბავშვის პუდრი კანს არბილებს.

11. ყელსაბამისთვის

რთულად გასახსნელ ყელსაბამს მოაფრქვიეთ პუდრი და შემდეგ, ქინძისთავით გახსენით.

ასევე დაგაინტერესებთ: Matte-ის ეფექტი ქალბატონებისთვის: თუ გსურთ, რომ ტუჩსაცხი არ პრიალებდეს