ბავშვი გალურჯდა, დაიწყო ხველება და სისხლის ამოღება! აი რატომ მოკვდა ის…


ნებისმიერი მშობლის ყველაზე დიდი შიში შვილის ცუდად გახდომაა. სამწუხაროდ, ეს შიში და დიდი ტრაგედია გამოსცადეს მშობლებმა ოკლაჰომას შტატიდან. მათი შვილი საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ის უეცრად გალურჯდა, დაიწყო ხველა და სისხლის ამოღება.

ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო. 2 წლის ბრიანა ფლორერს საშუალო ტემპერატურის სიცხე ჰქონდა. მის მშობლებს ბრაიანს და სტეფანის არ შეშინებიათ. მაგრამ როცა ბავშვი გალურჯდა და სისხლის ღებინება დაიწყო, მათ გოგონა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რენტგენის გადაღებამ გამოაჩინა, რომ გოგონას ბატარეის პატარა ღილაკი ჰქონდა გადაყლაპული.

„ოპერაცია 2 საათი მიმდინარეობდა, მაგრამ ექიმებმა სისხლის შეჩერება ვერ შეძლეს“,- ჰყვება ბავშვის ბაბუა – „ ერთი წუთით ის კარგად იყო, მაგრამ მეორე წუთში ის გარდაიცვალა. არც კი ვიცით, როდის მოასწრო იმ საგნის გადაყლაპვა“. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ეს ბატარეები გავრცელებულია მრავალ სათამაშოში. და არა მარტო… ის შეგხვდებათ ტელევიზორის პულტში, დისტანციური მართვის მანქანებში. განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ სკოლამდელი ბავშვები არიან. ეს ბატარეა ტკბილეულობას ჰგავს. მისი ელექტრული ნაკადი ნერწყვთან ერთად ნატრიუმის ჰიდროქსიდს წარმოქმნის. ეს წვავს საყლაპავ მილს და მიმდებარე სისხლძარღვებს.  იწვევს ფატალურ ზიანს, სისხლდენა გრძელდება საათების განმავლობაში სიკვდილამდე.

9 წლის პერიოდში ამგვარი შემთხვევა 11 000-ჯერ დაფიქსირდა. ეს ქალი 20 თვის ბავშის დედაა, რომელმაც ლითიუმის ბატარეა 2014 წლის მაისში გადაყლაპა. ის იწვა საავადმყოფოში და ახლა საყლაპავ მილზე 11 სანტიმეტრიანი ჭრილობა აქვს. ის ცოცხალია, თუმცა ინტენსიურ კურსებს გადის.

ამარი კი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, 2012წლის აგვისტოში გარდაიცვალა. ის სისხლისგან იცლებოდა, რადგან ბატარეა მის კუჭში მოხვდა.

აი რას ამბობს მიდი დედა: “როცა ჩემი ვაჟიშვილი დავკარგე, ჩემი ნაწილიც დაიკარგა. ვურჩევ, ყველა მშობელს მოერიდონ ამ საშიშ ბატერეებს.”