ბავშვები ინტელექტს ორივე მშობლისგან მემკვიდრეობით არ იღებენ! აი რა არის სიმართლე!


inherit-intelligence-fi

ბევრი ჩვენგანი თვლის, რომ ინტელექტს ორივე მშობლისგან მემკვიდრეობით ვიღებთ. სინამდვილეში ეს ასე არ არის.

ვრცელი კვლევის მიხედვით, ინტელექტი „პირობითი გენებით“ გადმოგვეცემა. ეს უკანასკნელი X ქრომოსომაში გვხვდება, რომელსაც ქალის ორგანიზმი 2-ს შეიცავს.

მაგრამ, მოიცადეთ… ზუსტად რას ნიშნავს პირობითი გენები? რატომ არიანი ისინი ასე მნიშვნელოვანნი?

ინტელექტი და პირობითი გენები

პირობითი გენების „ქცევა“ განპირობებულია იმით, თუ რომელი მშობლისგან მოდის ის.
რობერტ ლეკრემ 1984 წლის გერმანული კვლევა გააგრძელა და ასეთი რაღაც იპოვა: მამიდან წამოსული გენები „მიდის“ ლიმბურ სისტემაში, როდესაც დედის გენები „მიდის“ თავის ტვინის ქერქში.

ორივე მათგანი ტვინის არეა გახლავთ, მაგრამ ისინი სხვადასხვა რაღაცას აკეთებენ. ლიმბური სისტემა ემოციებს, ინსტიქტსა და განწყობას განაგებს, როდესაც თავის ტვინის ქერქი ინტელექტს „უმკლავდება“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დედის გენები, რომლებიც ინტელექტთან ასოცირდება, ხვდება იქ სადაც საჭიროა, მამის იგივე გენები (რადგანაც კაცებს მხოლოდ ერთი X ქრომოსომა აქვს) დანიშნულების ადგილს ვერ აღწევს.

ამ კვლევის მიხედვით ბავშვის ინტელექტი დედის IQ-ზე არის დამოკიდებული.

უბრალოდ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რამდენად ირონიულია ეს კვლევა. ისტორიის განმავლობაში, ჩვენ მიჩვეული ვიყავით, რომ კაცები ინტელექტთან ასოცირდებოდნენ, ქალები კი -ემოციასთან. ეს კვლევები კი ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend