„ბარსელონა“ თავის ლიდერთან კონტრაქტს ახანგრძლივებს


„ბარსელონა“ ოფიციალურად ადასტურებს, რომ ხავიერ მასკერანოსთან ახალი, გაუმჯობესებული, 3 წლიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია.

არგენტინელ ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებდნენ ტურინის „იუვენტუსს“, კლუბს, რომელმაც „ბარსას“ აწ უკვე ექს-მცველი – დანი ალვეში უფასოდ გაიფორმა.

მასკერანოსთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება „ბარსელონას“ ახალწვეულის – ანდრე გომეშის პრეზენტაციისას გაკეთდა.

შეგახსენებთ, რომ მასკერანო კატალონიურ კლუბში 2010 წელს, „ლივერპულიდან“ გადავიდა.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend