ბადრიჯანი ფარშთან ერთად თურქული მეთოდით! ეს საჭმელი თქვენი საყვარელი კერძი გახდება!


თურქული სამზარეულო არომატული და გემრიელი საჭმელებით მთელ მსოფლიოშია ცნობილი. დღეს შემოგთავაზებთ არაჩვეულებრივ რეცეპტს – ბადრიჯანს ფარშთან ერთად. ის არაჩვეულებრივია ოჯახური ვახშმისთვის წითელ ღვინოსთან ერთად.

ბადრიჯანი თურქულად

ინგრედიენტები

• 3 ბადრიჯანი
• 400 გრამი ხორცის ფარში
• 1 ხახვი
• 2 პომიდორი
• 1 ჭიქა ტომატის წვენი
• 1 ბულგარული წიწაკა
• 2 კბილი ნივრის
• მარილი გემოვნებით
• ცოტაოდენი ხმელი პიტნა
• ცოტაოდენი ხმელი ორეგანო
• 3 კონა ოხრახუში
• 2 კონა მწვანე ხახვი
• ახლად დაფქული შავი პილპილი
• 2 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. გარეცხეთ ბადრიჯანი და დაჭერით 1-1.5 სანტიმეტრის სისქის რგოლებად.

2. დაამატეთ მარილი და დაიცადეთ 20 წუთი, რათა ბადრიჯანს წვენი გაუვიდეს. შემდეგ კი ხელსახოცით გაწმინდეთ.

3. დაჭერით ხახვი, ნახევარი ფარშს დაუმატეთ, შემდე კი ამ უკანასკნელს მარილი და წიწაკა მოაყარეთ.

4. ახლა აუცილებელია სოუსი მოამზადოთ. ამისთვის ხახვის მეორე ნახევარი მცენარეულ ზეთში 3 წუთის განმავლობაში თუშეთ.

5. პომიდორი დაჭერით წვრილად, დაასხით ადუღებული წყალი და კანი მოაშორეთ. დაჭერით ბულგარული წიწაკაც კუბიკებად.

6. ტაფაში ხახვს დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და ბულგარული წიწაკა. მოთუშეთ ბოსტნეული 7 წუთის განმავლობაში, დაასხით ტომატის წვენი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და მიღებული მასა ადუღებამდე მიიყვანეთ.

7. დაამატეთ ცოტაოდენი გამხმარი პიტნა და ორეგანო, წვრილად დაჭერით ოხრახუში და 3 წუთი მოთუშეთ.

8. ბადრიჯანს ზეთი გადაუსვით და რიგრიგობით ჩააწყვეთ ფარშში.

9. მოასხით სოუსი. ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ. საჭმელი 45 წუთის განმავლობაში ამზადეთ.

10. გამოიღეთ ღუმლიდან, მოაყარეთ ხახვი და ნიორი.