10 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. ისინი წარუშლელ შთაბეჭდილებას დაგიტოვებენ


1


ზოგიერთი წიგნის წაკითხვის შემდეგ, ის იმდენად მოგწონს, რომ გსურს, შთაბეჭდილება სხვებსაც გაუზიარო.

გთავაზობთ ათ წიგნს, რომელთა წაკითხვის შემდეგაც, მათ შინაარსს სიამოვნებით განიხილავთ მეგობრებთან.

ჯორჯ მარტინი – „სამეფო კარის თამაშები“
წიგნი – კულტი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. ჩვენ ვუყურებდით სერიალს, ამავე სახელწოდებით, მაგრამ ლიტერატურული ნაწარმოები სულ სხვაა; როგორც ცნობილია, წიგნი ყოველთვის უფრო მეტად ღრმა შინაარსისაა, ვიდრე მისი ეკრანიზაცია. საგის დასაწყისის წაკითხვის შემდეგ, რომლის სახელწოდებაცაა: „ყინულისა და დროშის სიმღერა“, ნამდვილად არ ინანებთ.

ჯორჯო მოიესი -„ცხენებთან ცეკვა“
გასაოცარი და საკმაოდ განსხვავებული ისტორია. სიუჟეტი გოგონას, სარასა და მისი ცხენის, ბოს გარშემო ტრიალებს. მათი მომხიბლავი თავგადასავლები ნებისმიერ ადამიანს მოეწონება, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ცხენები უყვარს.

მარიამ პეტროსიანი-„სახლი, რომელშიც…“
ათასფურცლიანი რომანი სიურრეალისტური ინტერნატის შესახებ, რომელშიც ინვალიდი ბავშვები ცხოვრობენ. ბევრ იქ მცხოვრებს პარანორმალური შესაძლებლობები აქვს და სახლსაც იმორჩილებს. წიგნის ავტორს „რუსული პრემიაც“ კი გადასცეს, ნომინაციაში: „მნიშვნელოვანი პროზა“.

კაძუო ისიგურო-„არ გამიშვა“
ეს ნაწარმოები ანტიუტოპიურ ჟანრს ეკუთვნის. ბრიტანეთში, მეოცე საუკუნის ბოლოს, ფუნქციონირებდა კერძო სკოლა, რომლის მოსწავლეებიც კლონები იყვნენ, რომელთაც ზრდიდნენ, როგორც სხეულების დონორებს. შეძლებენ კი კლონები თავიანთი ბედისწერის შეცვლას?

ერიხ მარია რემარკი-„სამი მეგობარი“
„სამი მეგობარი“- მშვენიერი და აღმაფრთოვანებელი ისტორიაა სიყვარულის, ძლიერი მეგობრობისა და დასახიჩრებული გულების შესახებ. ამ წიგნში შესაშური მეგობრობისა და სუფთა ურთიერთობების მაგალითია მოცემული.

იენ მაკიუენი-„მონანიება“
„მონანიება“-მწერლის ცხოვრებისა და შეცდომების შესახებ, რომელთა გამოც, მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევს გადახდა. ნაწარმოების შესახებ ფილმიც გადაიღეს, რომელიც წარდგენილი იყო ვენეციის კინოფესტივალზე, მოიგო ორი „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარის“ შვიდი ნომინაციიდან ერთ-ერთში გაიმარჯვა.

კარლოს ლუის საფონი-„ქარის აჩრდილი“
მისტიკური ფანტაზია ბარსელონას შესახებ. საფონი, როგორც დრამატურგი, ძლიერი მთხრობელია. თანამედროვე ეროვნულმა ბესტსელერმა, პოპულარობით, მხოლოდ და მხოლოდ „დონ კიხოტს“ ვერ აჯობა.

დევიდ მიჩელი-„ღრუბლიანი ატლასი“
მთხრობელის ნიჭით დაჯილდოვებული ინტელექტუალური ფანტასტიკის „ქიმიურად სუფთა“ მოდელი. მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, 6 ერთმანეთთან დაკავშირებული და გარითმული ისტორია, რომელიც სხვადასხვა ერასა და ადგილას ვითარდება.

სარა ჯიო- „იები მარტში“
ემილი უილსონის, ნიუ-იორკში მცხოვრები წარმატებული გოგონას ცხოვრებაში შავი პერიოდი იწყება. შემოქმედებითი კრიზისი, ცივი ურთიერთობები ახლობლებთან აიძულებს მას, მეგაპოლისიდან კუნძულზე, ბებიასთან, ბისთან წავიდეს. იქ მას საინტერესო თავგადასავლები ელოდება. ეს წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება!

კორმაკ მაკარტი-„გზა“
ბიბლიური ალუზიებით დატვირთული „აპოკალიფსის“ შესახებ, წიგნი ოცდამეერთე საუკუნის მკითხველებისთვის: მამა და შვილი- მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო; რომელიც სუპერმარკეტიდან დასაფლავებაზე აღმოჩნდა, არსაიდან- არსად. წიგნს აქვს პულიცერის პრემია.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend