ასტროლოგიური კვლევის შედეგები – რა აღიზიანებს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს ყველაზე მეტად


1

ყველა ადამიანი საკუთარ ნაკლს ძალიან რთულად ამჩნევს, მაგრამ სხვისი განსჯა მარტივად გამოსდის. ჩვენ, ყველას, მეტ-ნაკლებად, რთული ხასიათი გვაქვს, ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ხასიათის თავისებურებებს ზოდიაქო განსაზღვრავს. შეიძლება, ამ ყველაფრის სულაც არ გჯეროდეთ, მაგრამ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, შესაძლოა, დაფიქრდეთ…

ვერძი

ჟინიანობა. შეწყვიტეთ ვერძთან რეკვები, მან თავად იცის, თუ როდის შეგხვდებათ.

ავტორიტეტულობა. „დაძალება არ მჭირდება, თავადაც მშვენივრად გავართმევ თავს“.

ხელოვნურობა. რაც ადამიანს ბუნებამ მიანიჭა, მან ის არ უნდა დაკარგოს.

სამართლიანობის გრძნობა. თუ ახლომახლო ვერძი იმყოფება, შეურაცხყოფას ვერავის მიაყენებთ და თუ მაინც გაბედავთ ამას, ძალიან ინანებთ.

მონოტონურობა. ზოდიაქოს ამ ნიშანს ერთი ისეთი დღის ატანაც კი არ შეუძლია, რომელიც მეორეს ჰგავს. ის ეძებს თავგადასავლებსა და მეგობრებს.

კურო

მოსაწყენი ადამიანები. კუროები ვერ იტანენ მოსაწყენ ლექციებს და აღმერთებენ ადამიანებს, რომლებთანაც დიდხანს და საინტერესოდ საუბარია შესაძლებელი.

ზედმეტი მოძრაობა. „ თვალში ნუ მომეჩხირები, ჯობია, რაიმე სასარგებლოთი დაკავდე.“

გრძნობების გამოვლინება. კუროების უმრავლესობას უყვარს ყურადღება, მაგრამ ამისათვის სითბო და ჩახუტება საჭირო არ არის.

ტყუპები

უპატივცემულობა. ტყუპები ავტორიტეტები უნდა იყვნენ.

ჭკუის დარიგება. „მე თვითონ ვიცი, რა პასუხი უნდა გავცე.“

ჩარჩოები. „ მინდა, იქ ვიყო, სადაც მინდა და როცა მინდა. არ დამიწესო საზღვრები.“

ჩაკეტილობა. „ თავად მომიყვები თუ დაგეხმარო?“

კირჩხიბი

მოჩვენებითი ფუფუნება. „ვის სჭირდება ეს შოუ? ჯობია, მოკრძალებულად და სუფთად, ვიდრე „სასწაული ბუმბულებით“.

დასალაგებელი სახლი. „ ჩემი სახლი – ჩემი ციხე-სიმაგრეა“- კირჩხიბების დევიზია. მათ არ მოსწონთ, როდესაც ვინმე სახლში საქმის გაკეთებას თავს არიდებს.

გახსნილობა. „შენი საიდუმლოებები საერთოდ არ მაინტერესებს“.

მოვალეობის არშესრულება. „თუ თქვი – მაშინ გააკეთე, თუ არადა, მე შენ გიჩვენებ სეირს!“

ლომი

თავხედური ტყუილი. ლომებს არ უყვართ, როდესაც სულელებად თვლიან.

წუწუნი. „ ნუ წუწუნებ, რომ არაფერი შეგიძლია, ჯობია, იმოქმედო.“

სიხარბე. ლომების უმრავლესობა ხელგაშლილია და სხვებისგანაც იგივეს მოელის.

ეჭვიანობა. „ შენ მე უნდა მენდო“.

ქალწული

არასტუმართმოყვარეობა. ქალწულს უყვარს, როდესაც მასთან სტუმრად მიდიან და თვითონაც სიამოვნებით სტუმრობს საყვარელ ადამიანებს.

მოუწესრიგებლობა. მოუწესრიგებელ ადამიანებთან ქალწულს რთული ურთიერთობები უყალიბდება.

ცნობისმოყვარეობა. „ თუ მინდა, მე თვითონ გეტყვი და თუ არადა, ნუ მკითხავ“.

სასწორი

უხეშობა. სასწორები მეგობრულები და საყვარლები არიან, მაგრამ უზრდელობასა და უკულტურობას ვერავისგან აიტანენ.

გულგრილობა. არ შეიძლება, სხვა ადამიანების პრობლემები არაფრად ჩააგდო.

კონფლიქტები. მათ არ უყვართ ჩხუბი და კამათი. ისინი თავდაჭერილი ადამიანები არიან და ფიქრობენ, რომ კონფლიქტის დროს, ერთი სულელია, მეორე კი – თაღლითი.

ადამიანები, რომლებიც ჭკუას არიგებენ. „ნუ მიშლი ხელს, ისე ვიცხოვრო, როგორც მე მინდა.“

მორიელი

ზედაპირულობა. სიღრმეში ჩასვლა – ნებისმიერი მორიელის მოწოდებაა.

თვალთმაქცობა. „ ილაპარაკე მხოლოდ ის, რასაც გრძნობ და ფიქრობ.“

კრიტიკა. ჯობია, შენს თავს მიხედო, ვიდრე მორიელი განსაჯო.

მტკიცე ხასიათის უქონლობა. „ არავინ შეგეცოდოს, რადგან თავად არავინ შეგიცოდებს.“

ფანტაზიორები. მორიელები მიზანდასახულები არიან. დაისახე მიზანი – მიაღწიე მას! ხოლო მეოცნებეებთან მათ არანაირი საქმე არ აქვს.

მშვილდოსანი

პირობის დარღვევა. „შეპირდი? მაშინ შეასრულე.“

მოწყენილობა. „ არ მინდა დროის ხარჯვა მოსაწყენ ადამიანებსა და აქტივობებზე.“

ცხოველებისადმი უსიყვარულობა. მშვილდოსნები აღმერთებენ თავიანთ შინაურ ცხოველებს და არ ესმით, ისინი ადამიანს როგორ არ უნდა უყვარდეს.

რჩევები. „ თავად უკეთ ვიცი, როგორ მოვიქცე.“

თხის რქა

ზუსტი მიზნების ნაკლებობა. თხის რქებს არ აინტერესებს ადამიანთა ის კატეგორია, რომელმაც არ იცის, ცხოვრებისგან რა სურს.

მოულოდნელობები. „ მიყვარს, როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.“

ბევრი ლაპარაკი. „ თუ ჩემთან საუბარი გინდა, დამელაპარაკე, მაგრამ ისაუბრე მხოლოდ საქმეზე.“

სიზარმაცე. თხის რქები ძალიან შრომისმოყვარენი არიან და ვერ იტანენ უსაქმურებს.

მერწყული

მასწავლებლის როლში ყოფნა. ეს ისაა, რასაც არცერთი მერწყული არ გაპატიებთ. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც.

რუტინა. „ მონოტონურობა ჩემთვის არ არის მოგონილი.“

ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილება. „ ჩემი არასრულყოფილების შესახებ თავადაც ვუწყი, ამიტომ, ამის შეხსენება საჭირო არ არის.“

მსესხებლები. „ არ მიყვარს ფულის სესხება, საკუთარ თავს თვითონ მიხედე.“

თევზები

მოწყალება. „ მე შენ დაგეხმარები, შენ კი – მე.“

პატარ-პატარა ტყუილები. პატარა ტყუილმა შესაძლოა, საყვარელი თევზები აგრესიულ პიროვნებად აქციოს.

უცოდინრობა. უწიგნური ადამიანი თევზების მეგობარი ვერ იქნება.

უმადურობა, ჯობია, თევზებს ზედმეტად ბევრჯერ გადაუხადო მადლობა, თუ გსურს, რომ მისგან დახმარება მომავალშიც მიიღო.

აბა, ამოიცანით საკუთარი თავი და მეგობრები? ახლა, უკვე მეტი იცით ადამიანთა ხასიათის თავისებურებების შესახებ, შესაბამისად, მათთან ურთიერთობაც უნდა გაგიადვილდეთ. :)

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend