არგენტინის პრეზიდენტმა მესისთან საუბრის დეტალები გაასაჯაროვა


არგენტინის პრეზიდენტის, მაურისიო მაკრის განცხადებით, იგი ლეო მესის ესაუბრა და სცადა დაერწმუნებინა, რომ ნაკრებში დარჩენილიყო.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც „კოპა-ამერიკას“ ფინალში, პენალტების სერიაში, ჩილემ არგენტინა 4:2 დაამარცხა, მესიმ კი თერთმეტმეტრიანის რეალიზება ვერ შეძლო, არგენტინელთა კაპიტანმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები და გულშემატკივრები მესის გადარწმუნებას ცდილობენ. იმავეს ცდილობს ქვეყნის პრეზიდენტიც.

„მესის ვესაუბრე, მივულოცე და ვუთხარი, რომ ტურნირზე მშვენივრად ითამაშა. ლეოს მსგავსი ფეხბურთელის ნაკრებში ყოლა ბედნიერებაა, ეს ღმერთის საჩუქარია. მესი ყველაზე დიდია, რაც კი არგენტინას გააჩნია, ასე რომ, უნდა გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა არგენტინის პრეზიდენტმა.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend