აქ დედამიწის ყველაზე ლამაზი ფრინველი ცხოვრობს. მზის სხივები მას რადიკალურად ცვლის!


1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

კოლიბრი ბუნების ერთ-ერთი ულამაზესი ქმნილებაა. არსებობს ფრინველის 400 სახეობა, რომელთაგანაც ზოგიერთი 1,6 ან 1,8 გრამს იწონის. გვხვდება დიდი ზომის კოლიბრებიც; მათი წონა 20 გრამს უტოლდება და საშუალო სიგრძე 5 სანტიმეტრია. კოლიბრის გული 3-ჯერ დიდია კუჭზე და პულსაცია წუთში 1000 დარტყმას აღემატება. ამ ზომის გული არცერთ სხვა ფრინველს არ აქვს.

კოლიბრის ბუდე კაკლის ნაჭუჭის ზომისაა. მას შეუძლია წინ, უკან, გვერდით ფრენა და ჰაერში ძილი. საკვებად იყენებს ყვავილის ნექტარს, თაფლს, პეპლებს, ბუზებსა და პატარა ხოჭოებს. ფრინველი განსაკუთრებით გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში: პარკებში, მდინარის სანაპიროებსა და ბუჩქნარებში.

ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ კოლიბრის ბუმბულის ფერი განათებასთან ერთად იცვლება. ეს ულამაზესი სანახაობაა და ამის გამო ფრინველს სამოთხის ჩიტს უწოდებენ. 🙂

ასევე დაგაინტერესებთ: 21 იშვიათი და უცნაური ცხოველი,რომელიც აქამდე არ გინახავთ. მე-7 განსაკუთრებით საყვარელია

loading...