ფსიქოლოგიური ტესტი – ამოირჩიეთ თვალი და შეიტყვეთ მეტი თქვენი ქვეცნობიერის შესახებ


1

ადამიანის ნებისმიერი ქმედება მისი პიროვნული თვისებების შესახებ მეტყველებს. ეს მარტივი ტესტი გიჩვენებთ, თუ რისკენ მიისწრაფვით, როგორი ხართ შინაგანად. ამოირჩიეთ სურათზე გამოსახული თვალი, რომელიც მოგწონთ და გაიგეთ თუ რას ნიშნავს თქვენი არჩევანი.
null

1. თქვენ ძალიან გახსნილი ადამიანი ხართ

თქვენ საკუთარ სამყაროში ახალი ადამიანების მისაღებად ყოველთვის მზად ხართ. გირჩევნიათ, რისკზე წახვიდეთ და გული გეტკინოთ, ვიდრე ჩაიკეტოთ. გარშემომყოფებს არასოდეს უმხელთ საკუთარ შიშებსა და ეჭვებს. გირჩევნიათ, პრობლემები თავად მოაგვაროთ. თქვენი მოწოდება სხვა ადამიანების დახმარებაა და მაშინაც მათ გვერდით ხართ, როდესაც თავს ცუდად გრძნობთ.

2. თქვენ ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანი ხართ

თქვენ გარშემომყოფებზე ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ და ადეკვატურად იქცევით. ცდილობთ, იდეალური ადამიანი იყოთ, სწორედ ეს მიგაჩნიათ საკუთარ მისიად. ბევრ უსამართლობას ხედავთ, მაგრამ ამ ყველაფერს თქვენში ინახავთ. მიგაჩნიათ, რომ სხვა ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ უნდა შეცვალოთ. თქვენ არასოდეს გამოხატავთ საკუთარ მღელვარებას ან გაბრაზებას.

3. თქვენ იტანჯებით

თქვენ გქონდათ მძიმე წარსული, რომელიც ახლაც გტანჯავთ. სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობთ და საკუთარ შავ-ბნელ ფიქრებს არავის უმხელთ. ბევრის ატანა გიწევთ და ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ თავად უმკლავდებით. თქვენ ხშირად მხიარულად გამოიყურებით. როდესაც რთული პერიოდი გაქვთ, ესეც იოლად გადაგაქვთ.

4. თქვენ ფილოსოფოსი ხართ

თქვენ ყველაფერზე ძალიან ბევრს ფიქრობთ. ხშირად საკუთარ ფიქრებში იკარგებით კიდეც. ყველაფერში ეჭვი გეპარებათ, მაგრამ ამას არ იმჩნევთ და მაინც თავდაჯერებული ხართ.

5. თქვენ იდუმალი ხართ

თქვენ ხშირად იტანჯებით შინაგანი კონფლიქტებით და შესაბამისად, ხასიათიც სწრაფად გეცვლებათ. გარშემომყოფებს თქვენზე ბევრ რამეს არ უყვებით. ცოტას საუბრობთ და დამაბნეველი ქცევები გაქვთ. სანამ ვინმესთან კონტაქტში შეხვალთ, გირჩევნიათ ჯერ მათ დააკვირდეთ. მხოლოდ იმას ამბობთ, რაშიც დარწმუნებული ხართ.

6. თქვენ ძალიან მგრძნობიარე ხართ

თქვენ ყველაფერს ამჩნევთ და არაფერს ივიწყებთ. სისულელეებსაც კი ძალიან განიცდით. შეიძლება, პატარა რამემაც კი აგატიროთ ან გულიანად გაგაცინოთ. ცდილობთ, სხვებს თავი ძლიერად მოაჩვენოთ. წინასწარ ჭვრეტთ იმას, რაც თქვენს ცხოვრებაში უნდა მოხდეს.

7. თქვენ ცეცხლოვანი ხართ

თქვენ უშრეტი ენერგიის პატრონი ხართ, რაც მაინც და მაინც კარგი არ არის, რადგან ზოგჯერ უარყოფითი ემოციებით ივსებით,. მაქსიმალისტი ხართ და აზრს ხშირად იცვლით. საკუთარ თავსაც და სხვებსაც მაღალ მოთხოვნებს უყენებთ.

8. თქვენ ექსცენტრიული ადამიანი ხართ

არაორდინარული ინტერესები და წარმოდგენები გაქვთ. ცოტათი უცნაურიც ხართ. წესებსა და ტრადიციებს დიდ ყურადღებას არ აქცევთ. თქვენ გარშემომყოფებთან დასამალი არაფერი გაქვთ და მათ, ვინც განგიკითხავთ, დემონსტრაციულად დასცინით.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend