ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სპილოს ძვალზე ვაჭრობა აკრძალა! ეს ძალიან მაგარია!


craigs-elephants1-1024x768

ამერიკის თევზებისა და ველური ბუნების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მათ აკრძალეს აფრიკულ სპილოს ძვალზე ვაჭრობა წინა კვირას.

ორგანიზაციის განცხადებით, აკრძალვა მხოლოდ დროის საქმე იყო, რადგანაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია იცავს გადაშენების პირას მყოფ სპილოებს.

დირექტორი დან ეში ამბობს: „როგორც კი ამ წესის შესახებ 2015 წელს განვაცხადეთ, ჩვენ მივიღეთ 1.3 მილიონზე მეტი კომენტარი. ეს იყო იმის ჩვენება, რომ ამერიკელები ღელავენ სპილოებზე“. ახალი კანონის თანახმად სპილოს ძვალი შეიძლება გაიყიდოს იმ შემთხვევაში, თუ ის არის ნაყიდი ამერიკის შეერთებულ შტატებში მანამ, სანამ ეს ჯიში გადაშენების პირას მყოფ სახეობაში შევიდოდა, ან თუ სპილო მოკვდა ბუნებრივი მიზეზებით და ამის დოკუმენტაცია არსებობს.

ამ წინაპირობიდან გამომდინარე, შეიძლება გაიყიდოს მხოლოდ: სპილოს ქანდაკებები, ხელოვნების ნიმუშები ან საჭადრაკო ნაწილები – ყველა მათგანი, რომელიც იურიდიულად არის შემოტანილი. ასევე ის მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებშიც სპილოს ძვალი 200 გრამზე ნაკლებია.

ჩინეთის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები სპილოს ძვლის მეორე უდიდესი მარკეტია მთელს მსოფლიოში. ამის გამო ყოველ 15 წუთში 1 სპილოს კლავენ ხოლმე.

დაუჯერებელმა რეზულტატმა აიძულა კენიელ აქტივისტს, რომ დაეწვა 105 ტონა სპილოს ეშვი და ძვალი. ეს 700 მოკლული ცხოველია.

ეშვების გამო დღეში 100 სპილო კვდება. ახალი წესები იმედია შედეგს გამოიღებს. „ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რათა ეს სახეობა გადავარჩინოთ, რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ის არაჩვეულებრივი გამოდგა აფრიკული სპილოებისთვის“, – ამბობს ეში.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend