ამერიკელმა მასწავლებლებმა სკოლის ჩვეულებრივი დერეფანი ხელოვნების ნიმუშად აქციეს


1

ეს კარადები 15 წლის განმავლობაში, ამერიკის ერთ-ერთ სკოლაში, ჩაკეტილი იყო და მათ არავინ იყენებდა.

მაგრამ ერთ დღესაც, მასწავლებლებს არაორდინალური იდეა გაუჩნდათ. მათ კარადების წიგნების მსგავსად შეღებვა გადაწყვიტეს.

ორიგინალური იდეა ძალიან მალე აიტაცეს და მოკლე ხანში, გამოუყენებელი კარადები ნამდვილ „ლიტერატურული კუთხედ“ იქცა. ის გახდა მოსწავლეებისთვის სწავლისათვის მოტივაციის მიმცემი ადგილი.

“საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეების გაოცება გვსურს. ფერადი და სახალისო კარადებით ბავშვებს წიგნის სიყვარულს გავუძლიერებთ.” – ამბობენ პედაგოგები.

ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოსწავლეებზე ზრუნავენ და ამ ყველაფერს ეს მისაბაძი მაგალითიც ამტკიცებს.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend