ამბავი ალუბლის ნამცხვარზე, რომელიც აგატირებთ და სიყვარულის რწმენას დაგიბრუნებთ…


1


მოხუცი ცოლ-ქმარი ბორცვის თავზე პატარა სახლში ცხოვრობდა. მათ ახალგაზრდობიდან მოყოლებული უყვარდათ ერთმანეთი და, თუმცა ხანდახან სისულელეებზე კამათობდნენ, უკვე ორმოც წელზე მეტი იყო, ბედნიერად თანაცხოვრობდნენ.
ყოველ დილით კაცი ველოსიპედით მაღაზიაში მიდიოდა, იმ დღისთვის სამყოფი ბოსტნეულის მოსატანად, სანამ ქალი სახლსა და ბაღს უვლიდა. ბევრი ფული არ ჰქონდათ, ამიტომ პურითა და ბოსტნეულით გაჰქონდათ თავი. გაჭირვების მიუხედავად, ყოველთვის მადლიერნი იყვნენ იმის გამო, რაც გააჩნდათ და, უფრო, იმის გამო, რომ ერთმანეთი ჰყავდათ.

კვირაში ერთხელ, სადილის შემდეგ, ბუხრის პირას მოიკალათებდნენ ხოლმე და ალუბლის ნამცხვრის ნაჭერს იყოფდნენ. ეს მათ ცხოვრებაში ერთადერთი ფუფუნება იყო და ერთად ცხოვრების საუკეთესო წუთები სწორედ ამ მომენტს უკავშირდებოდა: ამბების მოყოლა, ჩახუტება და სიცილი, სანამ საყვარელ ნუგბარს შეექცეოდნენ.

ალუბლის ნამცხვარს ისინი უცნაურად იყოფდნენ: კაცს მხოლოდ ფხვიერი ქერქი უყვარდა, რომელსაც ოდნავ ეტყობოდა ტკბილი ალუბლის ნარჩენები, ქალს კი – პირიქით, ნამცხვრის გული უფრო მოსწონდა. ასე რომ, ისინი ინაწილებდნენ ნამცხვარს და ორივე ბედნიერი იყო.

ის, თუ როგორ იყოფდნენ ნამცხვარს, მათი ერთად ცხოვრების ანარეკლი იყო: ორივე ერთმანეთს ავსებდა.

ერთ ცივ ზამთარს ბოხუცი კაცი პნევმონიით დაავადდა. ავადმყოფობამ ძალიან დაასუსტა კაცი და რამდენიმე დღეში ნათელი გახდა, რომ ამას ვერ გადაიტანდა. მწუხარე ცოლი საწოლთან იჯდა, ოდნავ განათებულ ოთახში, და ცრემლმორეული შესცქეროდა თვალებში მომაკვდავს.

– რაღაც უნდა გითხრა,- თქვა კაცმა ნელა, თან ფრთხილად აიღო ცოლის ხელი.
– რა უნდა მითხრა, ძვირფასო?- ჰკითხა ქალმა, თან ცრემლი შეიკავა.
– ძალიან მიყვარხარ,- უპასუხა კაცმა.
– ეგ ვიცი, რა თქმა უნდა! – სიცილით შეაწყვეტინა ცოლმა, – მეც მიყვარხარ.
კაცმა საუბარი გააგრძელა: ‘მხოლოდ იმისთვის ვცოცხლობდი, რომ შენ გამებედნიერებინე. იმედი მაქვს, მოვახერხე. ჰო, კიდევ, საყვარელო, არ გამიბრაზდე, მაგრამ მთელი ამ დროის მანძილზე გატყუებდი.’
ქალმა უნებულად თავი გადახარა, დაბნეულობის დამალვას ცდილობდა.
– მე… მე არასდროს მომწონდა ნამცხვრის ქერქი, – ღიმილით, ნელა თქვა მოხუცმა კაცმა.
ქალი ცოტა ხნით ჩუმდა იჯდა, შემდეგ კი ჰკითხა: ‘მაშინ, რატომ…’
– იმიტომ, რომ ვერანაირი დესერტი ვერ მომანიჭებს ისეთ სიამოვნებას, როგორსაც შენთვის იმის მოცემა, რაც ასე გახარებს,’
ოთახში სიჩუმე იყო. მოხუცები ერთმანეთს ღიმილით შესცქეროდნენ. ქალს თვალებში ცრემლი უბრწყინავდა… შემდეგ ის დაიხარა და ქმარს მხარზე თავი დაადო.
– ჩემო ძვირფასო, ჩვენ მართლაც ერთმანეთის მეორე ნახევრები ვართ, – თქვა მან, – მთელი ამ წლების მანძილზე მე შენს გახარებას ვცდილობდი, ამიტომ, ნამცხვრის გულს ვჭამდი… სინამდვილეში, ქერქი ბევრად მირჩევნია.’
ახლა უკვე ორივე მოხუცის თვალებში ბრწყინავდა ცრემლი. მათი გულები სამუდამოდ გაერთიანებულიყვნენ…

ასეთ მომენტებში თვით სიკვდილიც კი უძლურია.

Lady.mcvane.ge

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend