ცოლიანი კაცი, რომელიც პაემანზე ისევ დადის…ამას მხოლოდ ოცნების მამაკაცი იტყოდა


preview-1200x628-99-1436778890

”უნდა გამოგიტყდეთ: ცოლი მყავს, მაგრამ სხვა ქალს ვხვდები.

ის გასაოცარია, ლამაზია, ჭკვიანია, ღვთისმოსავი და ძლიერი. მიყვარს მასთან ერთად კაფეში, კინოში ან გამოფენებზე სიარული. ვერც კი ვიხსენებ მასზე როდის გავბრაზდი, მგონი არასდროს. როგორი რთული დღეც არ უნდა მქონდეს მისი ღიმილი ყველაფერს მავიწყებს და მიუხედავად იმისა, რომ ცოლიანი ვარ ხშირად ვფიქრობ იმაზე თუ რა ბედნიერი ვარ მას რომ შევხვდი.

სცადეთ ასე მოიქცეთ და ნახავთ თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვლება. ქალი რომელზეც ვსაუბრობ ჩემი საყვარელი მეუღლეა, თქვენ რა იფიქრეთ?

ქორწინება არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება დასრულდა. მე ისევ მინდა ჩემს ცოლთან ერთად პაემანზე სიარული, ისევ მინდა რომანტიული საღამოები, მერე რა, რომ ჩემი ცოლი გახდა და ოდესღაც თქვა “თანახმა ვარ”?! ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგვიძლია ძველებურად, შეყვარებულებივით მოვიქცეთ?!

ჩემი აზრით, ურთიერთობები იმიტომ ფუჭდება, რომ ქალი და კაცი დაქორწინების შემდეგ იცვლებიან, თითქოს მერე პაემანზე სიარული და სიურპრიზების მოწყობა აღარ შეიძლება. რატომ უნდა შეწყვიტო ამის კეთება? რატომ უნდა გადაიქცეს ცოლ-ქმრობა ყოველდღიურ სასჯელად?!

ის გრძნობა, როდესაც პირველ პაემანზე ნერვიულობისგან მუცელი გტკივა ორი წლის შემდეგაც შეიძლება, რომ განიცადო. ყოველ დღე ისე უნდა იქცეოდე თითქოს ორი დღის წინ გაიცანი და შეხვედრის დროს ისევ, ძველებურად, გამალებით გიცემს გული. ამის შემდეგ მიხვდებით როგორ იცვლება ურთიერთობა უკეთესობისკენ.

საუბარი და ერთმანეთის დაინტერესება – აი ესაა წარმატებული ცოლ-ქმრობის საიდუმლო. არავის უნდა ისეთ ადამიანთან ცხოვრება რომელიც ყველაფრის ინტერესს აკარგვინებს.

დაიმახსოვრეთ, პაემანზე სიარული არ მთავრდება მას შემდეგ, რაც ის იტყვის “მე თანახმა ვარ”.

loading...


მოგწონთ სტატია?
Send to a friend