ამ წყვილმა იზოლირებულად ცხოვრება გადაწყვიტა! აი როგორ გამოიყურება მათი სახლი!


თუ გსმენიათ ოდესმე ტერმინი: „ცხოვრება ბადის გარეთ“? ეს არის ის შემთხვევა, როცა ადამიანები იზოლირებულ ცხოვრების სტილს ირჩევენ. თუმცა ამ წყვილის ამ სტილით ცხოვრება საკმაოდ რომანტიკულად მოგეჩვენებათ.

ტომს და სარას 10 თვის შვილი ნისა ჰყავთ. ისინი ცხოვრობენ 215 კვადრატული ფუტის სახლში და ურბანულ ცხოვრებასთან საერთო არაფერი აქვთ.

აქამდე, ტომი და სარა ურბანულ ადგილას დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ტომი მუშაობდა მრავალი საათის განმავლობაში. შემოსავალი კარგი ჰქონდათ, თუმცა ტომი ხვდებოდა, რომ დამღლელი სამსახურის შემდეგ, ცოლისთვის დრო საერთოდ აღარ რჩებოდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ, წყვილმა გადაწყვიტა ამ ტოქსიკურ გარემოს მოშორებოდნენ. ფულის, სამსახურის გამო ისინი საკუთარ თავს და ერთმანეთს კარგავდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს ცხოვრება შეეცვალათ. გაყიდეს 3-საწოლიანი სახლი და გადავიდნენ 215 კვ. ფუნტის მქონე ბინაში, რომელიც მდებარეობს სამეურნეო ფართზე, კორომანდელის ნახევარკუნძულზე, ახალ ზელანდიაში. წყვილს ბინის ქირის გადახდა არ უწევს. ტომი ფერმის პატრონის მიწაზე მუშაობს კვირაში სამი დღით.
ოჯახს ახლა მცირე შემოსავალი აქვს, თუმცა ტომი ამბობს, რომ ამით ისინი სტრესისგან გათავისუფლდნენ. ახლა ისინი ბედნიერები არიან ფიზიკურადაც და მენტალურადაც.

ოთახი სამზარეულოდაც გამოდგება, ოფისადაც და საძინებელ ოთახადაც. საცხოვრებლის გარშემო კი ფერმა და სიმწვანეა. წყვილი გიჟდება საკუთარ პატარა სახლსა და ცხოვრებაზე.

რას ფიქრობთ მათი ცხოვრების ცვლილებაზე?