ამ შთამაგონებელი ვიდეოს ნახვის შემდეგ, სიკვდილს, როგორც მოვლენას ახლებურად შეხედავთ


1

მოგწონთ სტატია?
Send to a friend

ყოველთვის გვესმოდა, რომ სიკვდილი საშინელი მოვლენაა და ამ სენს კაცობრიობა მუდმივად ებრძვის.

შთამაგონებელ ვიდეოში ადამიანი საუბრობს გარდაცვალების ნამდვილ მნიშვნელობაზე. თუ ამ მოვლენას ჩავუღრმავდებით, მის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებაც შეიცვლება. სიკვდილს მივიღებთ როგორც ბუნებრივ პროცესს, დავამარცხებთ მტანჯველ შიშებს და ამქვეყნისადმი მიჯაჭვულობის პრობლემაც ნელ-ნელა გაქრება.

„თუ სასიკვდილო სენით ხართ დაავადებული, იმაში ცუდი არაფერია. ვინ მოგატყუათ, რომ მუდმივად იცოცხლებდით?

გარდაცვალება კარგი არ არის, მაგრამ როდესაც ერთი ადამიანი კვდება, ის ათავისუფლებს ადგილს ახალი სიცოცხლისთვის. თუ უფრო ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ გადარჩენა სულაც არ გვწადია. რატომ გვყავს შვილები? რადგან ისინი გადარჩენის ახლებურ გზას გვთავაზობენ – ჩვენი სიცოცხლე მათში გრძელდება.

გაწყვიტეთ ამ სამყაროსთან დამაკავშირებელი ჯაჭვი. უბრალოდ, მოდუნდით და თქვით: „მოხდეს, რაც მოსახდენია.“ ცხოვრება გრძელდება. ბრძოლას აზრი არ აქვს, ეს ბუნების კანონია: ვიღაც კვდება, ვიღაც კი – იბადება.”

loading...